როგორც იცით, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ “ბარსას” ახალწვეული მალკომი ნაკრებში გამოიძახა.
ამ საკითხზე მალკომმა Barça TV-სთან კომენტარი გააკეთა: “ნაკრებში თამაში ნებისმიერი ბრაზილიელის ოცნებაა. ბრაზილიის ნაკრების ღირსების დაცვა დიდი პატივია. ძალიან გახარებული ვარ. ნაკრებში გამოძახება სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. იმედი მაქვს, ბრაზილიელი ქომაგების გახარების შესაძლებლობა მექნება. მინდა, რომ მადლობა გადავუხადო “ბარსას”, ჩემს ოჯახს და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა.”
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებში მალკომის გარდა, კოუტინიო და არტურია გამოძახებული. ბრაზილიელები 12 ოქტომბერს საუდის არაბეთს დაუპირისპირდებიან, 16 ოქტომბერს კი – არგენტინას.



ეს,ტრამვებისაკენაა მიდრეკილი,ეხლაც ტრამვა აქვს და…რატომ უნდა ითამაშოს ამხანაგურ მატჩებში?
იმედია გაიტან
წარმატებები
ვარჯიშებზე ეცადე ნეიმარი სამი თვით მაინც (დაასვენო )