”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავა არანაირი შიში არ ექნება თუკი იქ ”ბარსელონას” დაუპირისპირდება.
”ხანდახან საჭიროა შენს ფეხბურთელებში შიში შეიტანო, თუმცა ეს აუცილებელი არ არის. მთავარია იცოდე საკუთარი ძალა. ჩვენ ”ბარსელონასთან” თამაშის დიდი გამოცდილება გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია მისი დამარცხება. ყველაზე მთავარი ახლა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლაა. სამშაბათს ჩვენ ”მარსელს” უნდა ვეთამაშოთ და საჭიროა სრული კონცენტრაცია მოვახდინოთ თამაშზე” – ფერგიუსონის სიტყვებს ინგლისური ”Daily Mail” ციტირებს.
