მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ჩემპიონთა ლიგაზე, პსვ-სთან მატჩში, სამუელ უმტიტიმ წითელი ბარათი მიიღო და ის გამოტოვებს უახლეს შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე “ტოტენჰემის” წინააღმდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ “ბარსას” ახალწვეულს, კლემან ლანგლეს შანსი მიეცემა.

“ბარსელონას” ლონდონში გამგზავრებამდე სულ 3 შეხვედრას ითამაშებს: “ჟირონას”, “ლეგანესისა” და “ატლეტიკის” წინააღმდეგ. კალენდარი იდეალურია, რათა ვალვერდემ როტაციას მიმართოს. Sport-ის ცნობით, ვალვერდე როტაციას დაცვის ცენტრში მიმართავს. ის კლემან ლანგლეს შანს მისცემს, რომ “ტოტენჰემთან” მატჩს კარგ ფორმაში შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლანგლემ მოედანზე 125 წუთი გაატარა.

განსხვავებით ტომას ვერმალენისგან, კლემან ლანგლე ტრავმებისკენ მიდრეკილი სულაც არაა. ის ბოლოს ტრავმირებული 2017 წლის თებერვალში იყო.

საიმედო მოთამაშე

გასულ სეზონში, ლანგლემ “სევილიას” რიგებში ყველაზე მეტჯერ ითამაშა. ფრანგმა 54 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ითამაშა 4,693 წუთი. ლანგლემ სულ 3 თამაში გამოტოვა, აქედან ორში დაისვენა და ერთიც დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ფრანგს ჩემპიონთა ლიგაზე გამოცდილებაც გააჩნია – გასულ სეზონში მან 10-დან 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, მან “სევილიას” მაისურით კოპა დელ რეის მატჩებშიც ითამაშა.

2017/18 წლების სეზონში ლანგლემ დაამტკიცა, რომ საიმედო ფეხბურთელია ბარათების მხრივაც – ლა ლიგაში მან სულ 8 გაფრთხილება მიიღო, რაც არაა ბევრი ცენტრალური მცველისთვის.

მოკლედ, ლანგლეს შანსი მიეცემა და ის ეცდება, რომ აჩვენოს მისი მაღალი სათამაშო ხარისხი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • givi pavlovichi
    schedule 22 სექ 2018, 06:49

    ეს ძალიან სუსტი-"დირკა" მცველია. ამას მინა ბევრად სჯობს.ვალიკო წადი …წადიიი!

  • barcelona87
    schedule 21 სექ 2018, 23:26

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: carles puyol 5

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: carles puyol 5
    me vermaeleni dayenebas vamjobineb ufro gamocdilia langles totestan ara magram inteertan da psv stan mojna


    ლენგლე რა ნაკლებათ გამოცდილი გგონია? ბოლო ბოლო ლა ლიგაში ბარსას ატლეტიკოს და რეალის წინააღმდეგ აქვს ნათმაშები არაერტხელ ლიგაზე კი იუნაიტედის წინააღმდეგ და ძაან კარგადაც ითამაშა ასე რომ ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ რატო უნდა დააყენოს ტრამვაელენი ტოტესთან და არა ლენგლე


    radgan ttramvebs igebs vvermaleni imas ar nishnavs ro dabali donis igrokia.supertasze ro 5jer mmidirkes is ggirchevnia vermalens?keini ar gaaxarebs magaS. Mitumetes gundat wessierad arcaa shetamashebi da totesstan unda iyos dziritadshi xo


    ვერმაელენის დაყენებას ნაღდად მირჩევნია კაცმა არ იცის როდის აიკიდებს ტრამვას მითუმეტეს მაღალ კეინთად დაბალი ვერმაელენის დაყენება სისულელეა


    Vermaleni 183 smia,kane 188

  • Baqari
    schedule 21 სექ 2018, 23:13

    მეიმედება ეგ ბიჭი ძალიან და მგონია რო ძაან თავისუფლად შეცვლის შავ კაცს.

  • donandresiniesta8
    schedule 21 სექ 2018, 23:03

    უპრობლემოდ შეცვლის

  • ѕυperѕтαr
    schedule 21 სექ 2018, 22:08

    კარგი პირველი სიახლეა და კარგი სტარტი წარმატებები შერლოკ სუ კარგი ამბები გეწეროს :დ ❤️

  • nika 54
    schedule 21 სექ 2018, 20:47

    "მოკლედ, ლანგლეს შანსი მიეცემა და ის ეცდება, რომ აჩვენოს მისი მაღალი სათამაშო ხარისხი" ეს არ არის გამართული ქართული. უნდა იყოს:

    "მოკლედ, ლანგლეს შანსი მიეცემა და ის ეცდება, რომ აჩვენოს თავისი მაღალი სათამაშო კლასი"