პსვ-სთან მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” მხრიდან პირველი კომენტარი ივან რაკიტიჩმა გააკეთა.
“რთული შეხვედრა გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგაზე იმ გუნდის წინააღდეგ თამაში, რომელიც საკუთარ ჩემპიონატს ლიდერობს, სხვანაირი ვერც იქნებოდა. რამდენიმე დეტალის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ, თუმცა, უფრო მეტი კარგი მომენტი გვქონდა.
იმედი მაქვს, მესი ასე თამაშს გააგრძელებს. როცა ის ჯარიმის შესასრულებლად ემზადება, უკვე გოლის აღნიშვნაზე ფიქრობ.
ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და ბოლო დროის შედეგების გათვალისწინებით, ძალიან მოტივირებულები ვართ, მაგრამ არც სხვა ტურნირებს ვივიწყებთ და ვიმედოვნებ, ტიტულებით დატვირთული სეზონი გვექნება”. – თქვა ხორვატმა ნახევარმცველმა.


ცოტა უკეთესადაც
რაკო მოდრიჩი უფრო გიყვარს თუ დედა?
ყველა კომენტატორი მაგას ამბობს
რაკიტიჩი რაძმაა :დდდდდდდ