“ბარსელონას” კაპიტანი რეკორდების დამყარებას აგრძელებს. ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის გახსნით მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს მე-8 შემთხვევა იყო, როცა არგენტინელმა ლიგის ერთ თამაშში 3 გოლი გაიტანა, ასეთი მაჩვენებელი კი სხვას არავის აქვს.
პირველი გოლი მესიმ საჯარიმო დარტყმით შეაგდო და ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ მე-14 ევროპულ სეზონში მოახერხა გატანა. ასევე, ეს იყო ლეოს მერვე გოლი ჯარიმიდან 2018 წელს, რაც მისი საუკეთესო შედეგია და ახლა, მას ნებისმიერ სხვა მოთამაშეზე 10-ით მეტი ჯარიმა აქვს გატანილი.


ცხელ ხაზზე დარეკე
სრულად არ მიყურე ია თამაშზე და სუარესმა როდის მოახვედრა ძელს? თუ მართლა მოარტყა მაგ გაწითლებულ ბილეთს გავამწვანებინებ არაა პრობლემა თუ გინდა ძმა
ფბ ოფიციალურ გვერდზე მიწერე მე ყველაფერი დამიჯდა ნაპოლიღა დამრჩა
ახსენებ გრძელ პარაშუტა პასს, იქვეა მესი; ახსენებ დრიბლინგს, იქვეა მესიც, ახსენებ ჯარიმას, იქვეა მესიც, ახსენებ ასისტს, იქვეა მესიც, ახსენებ გოლს, იქვეა მესიც… ისა და, სად არაა??
კარგია. ლა ლიგაშიც უნდა შეყაროს ბევრი გოლი