“ბარსელონამ” პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში 12 ქულა აიღო. ამ შედეგში არც ისე დიდი წვლილი შეუტანიათ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდმა სეზონის დაწყების წინ დაიმატა. საერთო ჯამში, ახალწვეულებმა შესაძლებელი 1 400-დან მოედანზე მხოლოდ 190 წუთი გაატარეს.
საუკეთესო მაჩვენებელი ჯერჯერობით არტურო ვიდალს აქვს, რომელმაც დღევანდელ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ის თამაშში ოთხჯერ, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 51 წუთი დაჰყო.
ჩილელის შემდეგ, არტური მოდის. ბრაზილიელი ნახევარმცველის შედეგი 27 წუთია. დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვს კლემან ლანგლესაც, რომლის ანგარიშზეც 25 წუთია. რაც შეეხება მალკომს, ლა ლიგაში ის მოედანზე მხოლოდ 6 წუთის განმავლობაში იყო.
ასე რომ, ამ დროისთვის ყველა ახალწვეული დროის უმეტეს ნაწილს სკამზე ატარებს. ვნახოთ, შეიცვლება თუ არა მათი როლი სეზონის განმავლობაში.




გეთანხმები . რობერტო საერთოდ არ უნდა თამაშობდეს მცველად.
კაია. ლენგლესაც უნდა მიეცეს დრო და არტურსაც და მალკომსაც
არტურს მეტი დრო უნდა მისცენ