UEFA-ს ერთა ლიგის A ლიგაში საფრანგეთის და ჰოლანდიის მატჩი გაიმართა. “სტად დე ფრანსზე” მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით, 2-1 გაიმარჯვეს. ანგარიში მე-14 წუთზე კილიან მბაპემ გახსნა, 67-ზე კი წონასწორობა რაიან ბაბელმა აღადგინა, რასაც მალევე ოლივიე ჟირუს პასუხი მოყვა.
რაც შეეხებათ “ბარსელონას” ფეხბურთელებს, სამუელ უმტიტიმ და იასპერ სილესენმა მატჩი სრულად ჩაატარეს, უსმან დემბელე კი შეხვედრაში მხოლოდ 89-ე წუთზე ჩაერთო.
ამ ტურნირის დღევანდელ სათამაშო დღეში ბარსას სხვა წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ, საქართველოს ნაკრებმა კი, რომლისთვისაც ერთა ლიგის შედეგს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ლატვია დაამარცხა და საკუთარ ჯგუფში ლიდერობა გაიმყარა.
![საფრანგეთმა უმტიტისთან და დემბელესთან ერთად სილესენის ჰოლანდია დაამარცხა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/09/1536562039_b.jpg)



Etnikurad mraval erovani nakrebebis tamashs vadevnebdit tvalss :ddddddddd
სად შეაგდო ჟირუმ თორე დემბელე უკვე გამზადებული იდგა მოედნის ხაზთან და გოლი გავიდათუარა დასვა დეშამმა თორე 15-20 წუტი ექნებოდა…….უმტიტის რაც შეეხება გუშინ პოზიციური შეცდომები დაუშვა რამდენჯერმე
მბაპე ნეიმარს წელს ლიგაზე ჩაედებათ მიდი დემბელე მოუმატე ისე ალბას ნაკრწბში არ იძაღებენ რაც კაია ტრამვას არ მიიღებს და არგადაიღლება