გუშინ, ბრაზილიის ნაკრებში “ბარსელონას” ნახევარმცველის, არტურის დებიუტი შედგა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“არტური თამაშის მიმდინარეობას ხშირად კარნახობს. ის პოზიციას სწორად არჩევს და პასებს ანაწილებს. მას შეუძლია, ბურთი მცველებისგან მიიღოს, შემდეგ კი შემტევებს, კოუტინიოს და ნეიმარს გადასცეს.
როცა არტურს ბურთი აქვს და პასის გაკეთებას აპირებს, მეტოქეს აიძულებს, რომელიმე ფეხბურთელი აიყვანოს, შემდეგ კი ბურთს სხვას აწვდის. არტური განსაკუთრებული ნახევარმცველია”. – თქვა ტიტემ.




ძაან გამოგვადგება.. ნამდვილი ბრძოლა მოუწევს მაგრამ მალე უბრალოდ ვერავინ ვერ დასვამს, ვერც მწვრთნელი და ვერც კონკურენტი.. ესე მჯერა მე პირადად ამ ფეხბურთელის.. ბრაზილიური დუეტი ნახევარდაცვაში –
coutinho arthur
ამ დროს ველოდები..
უკან ვინ მოუხდებათ ჯერ არ ვიცი )))
მაგარი გვყავს არტური.ძირითადში უნდა ჩასვას უკვე.რაღას ელოდება ეს ვალვერდე.
დიახაც კარგია.