მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელეს და უმტიტის საფრანგეთი გერმანიას ფრედ ეთამაშა [ვიდეო]

დემბელეს და უმტიტის საფრანგეთი გერმანიას ფრედ ეთამაშა [ვიდეო]

გუშინ, UEFA-ს ერთა ლიგის პირველი მატჩები გაიმართა. ღამით, A ლიგის პირველ ჯგუფში, ერთმანეთს გერმანია და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. ამ მატჩში მონაწილეობა ორმა “ბარსელონელმა” მიიღო: საფრანგეთის მხრიდან, სამუელ უმტიტიმ მოედანზე 90 წუთი გაატარა, უსმან დემბელე კი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. 

ორივე გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა, მაგრამ ბურთის ფლობის და დარტყმების რაოდენობის მხრივ უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ. ფრანგების კარი მეკარე ალფონს არეოლამ არაერთხელ გადაარჩინა. საბოლოოდ, მატჩი უგოლოდ, 0-0 დასრულდა. 

როგორც იცით, გუშინდელი დღე ამ ტურნირისთვის სადებიუტო იყო. ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი ყაზახეთის წინააღმდეგ შეხვედრაში (0-2) ქართველმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • sergio busquets5
    schedule 07 სექ 2018, 22:33

    უმტიტი კარგი იყო