ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში “ბარსელონამ” “უესკას” წინააღმდეგ დამანგრეველი გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ტურნირის ახალწვეულები 8:2 დაამარცხეს.
ლა ლიგის ოფიციალურ “ფეისბუქზე” გასული ტურის 5 საუკეთესო გოლი გამოქვეყნდა. კარიმ ბენზემას (“რეალი”), როჯერ მარტისა (“ლევანტე”) და რუბენ სობრინოსთან (“ალავესი”) ერთად ტოპ ხუთეულში ივან რაკიტიჩი და ლიონელ მესი მოხვდნენ.
3 მატჩში მოპოვებული 9 ქულითა და გატანილი 12 გოლით კატალონიური გრანდი სატურნირო ცხრილის სათავეშია. ლა ლიგის მომდევნო შეხვედრას “ბარსელონა” 15 სექტემბერს, “სოსიედადის” წინააღმდეგ გამართავს.
კარგია. ესე გააგრძელეს ბიჭებო და წელს ლიგასაც მოვიგებთ
რაკიტიჩსაც ნუ დაუკარგავ გენიალურობას ))