“ბარსას” ოფიციალურმა ჟურნალმა გუნდის მთავარი მწვრთნელისგან ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო, რომელშიც ერნესტო ვალვერდე რამდენიმე საინტერესო თემაზე საუბრობს.
“ვეცდები, გუნდს ის ხასიათი შევუნარჩუნო, რომელიც აქამდე ჰქონდა. მთელი სეზონის განმავლობაში ერთნაირი შემართებით თამაში ადვილი არაა, განსაკუთრებით შეტევაზე ორიენტირებული გუნდებისთვის.
ყველაზე დიდი სიფრთხილე იმ სიტუაციებში უნდა გამოვიჩინოთ, როცა სეზონის ბედს ერთი მატჩი წყვეტს. ასე მსოფლიოს თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე ხდება. “რომასთან” საშინელი მარცხიდან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ და ყოველთვის ფრთხილად ვიყოთ.
თუ პირველიდან ბოლო დღემდე უძლიერესი ხარ, ქვეყნის ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებ, მაგრამ ლიგაზე ასე არ ხდება. შეიძლება, ცუდად ჩატარებული რამდენიმე წუთი ძალიან ძვირად დაგიჯდეს. ამიტომ, ყველაფრის მოგება რთულია, თუმცა “ბარსელონას” ამის ამბიცია აქვს. ეს ის კლუბია, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ 6-დან 5, იქამდე კი ყველა შესაძლებელი ტიტული მოიპოვა.
“ბარსა” აკადემიაზე ყოველთვის დამოკიდებული იყო და ბევრი ფიქრობს, რომ ლა მასიას მეტი ყურადღება უნდა მიქცეს. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ყველაფერი მარტივად არ ხდება. არ შეიძლება, ფეხბურთელი უბრალოდ წამოიყვანო ახალგაზრდული გუნდიდან და პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში მოათავსო. აქ სხვა მოთხოვნებია და კონკურენციის გაძლება თავიდან არც ისე იოლია. პირველ რიგში, ყველაფერი მაინც თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული, თავი მან უნდა გამოიჩინოს, მაგრამ მწვრთნელმაც უნდა მოახერხოს, მას შანსი სწორ დროს მისცეს. მე იმედი მაქვს, სარეზერვო გუნდებიდან რაც შეიძლება ბევრი მოთამაშე მოახერხებს აღზევებას, ამაში ხელს აუცილებლად შევუწყობ. “ბარსა ბ”-ს ახლანდელი წევრები ძალიან მომწონს, მათ დიდი ამბიციებიც აქვთ.
კრიშტიანუ რონალდუს წასვლით, როგორც უმეტესობა მიიჩნევს, მას და მესის შორის დიდი შეჯიბრი დასრულდა. ხალხი რონალდუს და მესის ცალცალკე იშვიათად ახსენებს და საინტერესოა, რას გამოიწვევს ამ წყვილის დაშლა, როგორ იმოქმედებს ის “რეალის” თამაშზე და იაქტიურებენ თუ არა მადრიდელები ამის გამო სატრანსფერო მარკეტზე.
მსოფლიო ჩემპიონატზე განსხვავებული ნაკრებები გამოდიოდნენ, რომელიმე მათგანის დამარცხება კი მათ სიძლიერეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. საფრანგეთი საიმედო დაცვით და კარგი შეტევით გამოირჩეოდა და მათ სასურველ შედეგს მიაღწიეს, ესპანეთს კი, რომლის ძლიერი მხარეც ბურთის ფლობა იყო, ეს არ გამოუვიდა.
ვფიქრობ, ვიდეო-რეფერის სიახლის მეშვეობით ლა ლიგაში მეტი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა ეფექტები ექნება ტექნოლოგიის დანერგვას. ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ VAR-მა თამაშის ტემპზე გავლენა მოახდინოს, თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს საკმაოდ სწრაფი პროცესია და დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო-რეფერის გამოყენებას ყველა მაშინ ითხოვს, როცა საეჭვო მოქმედება საჯარიმოში ხდება. რეალურად, წესების დარღვევის სწორად დაფიქსირება მოედნის ნებისმიერ მონაკვეთშია მნიშვნელოვანი. მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ისეთი ჯარიმა დაიდო, რომელიც დასანიშნი არ ყოფილა, ამას კი გოლი მოყვა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაშის ბედზეც დიდი გავლენა იქონია. ანუ, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება უფრო მეტად? ჯერ ამას ვერ გეტყვით, რადგან ცვლილებების შედეგს მეც ველოდები”.




ამ დემბელემ ტვინი წაგვიგო უკვე რა ვერ ათამაშდა დორტმუნდში დაფრინავნა ტიპი. მარჟვენა და მარცხენა ფლანგზეც :დ
მთავარია რაკიტიჩი თამაშობს კარგად
Marjvena flangze semedus da rakitichtan shetamashebuli iyo asvilat da albasac seegueba da sheecyobian ert kraize male
დემბელეს რამდენჯერაც დააწებინეს მარჯვნივ თAმაში ვერეფერი ქნა გირებული და მერე მეორე ტაიმში მარცხნივ რო გადმოიდიოადა უკეთEსად გამოსდიოდა თAმაში და არ შეიძლება მარცხნიდან რო დაიწყოს ერთი დრო რო იკარგება .ძალიან კი უნდა ვალიკოს იქით რო მიაცჰვიოს მაგრამ სადაც გამოდის იქ დატოვოს ვერ ნახეთ სევილიასთAნ ფლანგი შეიცვალა და რა დაუბაბანა
ინტერვიუდან ჩანს მისი ხასიათი-მენტალიტეტი…სამწუხაროდ ის "ბარსა"-ს არ შეეფერება. ვალიკო წადი!
ვალვერდეს ყველაზე დიდი პრპბლემაა ისაა რომ ხასიათით რეფორმატორი არ არის როგორც გუარდიოლა. რადიკალურ ცვლილებებს ერიდება შემადგენლობაში. დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს. და არც ავტორიტეტი აქვს იმხელა რომ მისი შეხედულებით იყიდოს კლუბმა ფეხბურთელები. სიმეონეს ან კლოპს მიუყვანონ აბა ისეთი ფეხბურთელი ვინც არ უნდათ. ამისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ლორის კარიუსი რო მოუყვანო და ტერ შტეგენი გაუყიდო ხმას არ ამოიღებს
ზოგს ეხება . უკმაყოფილოხართ ტრენერით. , პრეზიდენტისთვის ნახევარი შემადგენლობით და ყველაფრით რაც კლუბში ხდება სულ აკრიტიკებთ და უარყოფით მხარეებს ეძებთ ეგრე არ შეიძლება მასე მესის გუნდში ყოფნასაც აქ უარყოფითი და დადებითი მხარეები. და კიდევ ამ რაკიტიჩს და დემბელეს გაანებეთ თავი ორივეაგარი მოთამაშეები არიან მახსოვს რაკეტა სევილიიდან რომ მოდიოდა აქებდა ყველა და ახლა რადაგემართათ რააგააკეთა ისეთი რითაც ეგერე შეგძულდათ ტიპითელ შავ სამუშაოს ასრულებს. და ბევრს წვალობს რომელი ნაყიდი ნახევარმცველი გახდა გუნდის ეგეღთი უცვლელი წევრი ბოლო 15 ის განმავლობაში . დემბელეს კიდე მიეცით დრო ჯერ 21წლისაა და გინდათ მეარზე ძლიერი იყოს გაიხსენეთ ნეიმარის დაწყება ბარსაში წელიწადზე მეტი დაჭირდა ადაპტაციისთვის. .
სალამი მიღებული ხარ
მოიცა ტესტირება გაიარა რო მიიღე ეგრევე?
სალამი მიღებული ხარ
ამ დემბელემ ტვინი წაგვიგო უკვე რა ვერ ათამაშდა დორტმუნდში დაფრინავნა ტიპი. მარჟვენა და მარცხენა ფლანგზეც :დ
მთავარია რაკიტიჩი თამაშობს კარგად
ამ დემბელემ ტვინი წაგვიგო უკვე რა ვერ ათამაშდა დორტმუნდში დაფრინავნა ტიპი. მარჟვენა და მარცხენა ფლანგზეც :დ
გამარჯობა სასტავ იმედი მაქვს მიმიღებთ
რა სახე აქ ტიპს გეგონება ვინმე ძალით ართმევს ინტერვიუს
დემბელე მარჯვენა ფლანგზე ათამაშე და დანარჩენს ეშველება
რამხელაა 😀 დამეზარა წაკითხვა. თან ვალვერდეს სიტყვების მითუმეტეს 😀