მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ფანტასტიკური ჯარიმით, “ბარსელონამ” 6 000-გოლიან ნიშნულს მიაღწია, შემდეგ კი გადაცდა

მესის ფანტასტიკური ჯარიმით, “ბარსელონამ” 6 000-გოლიან ნიშნულს მიაღწია, შემდეგ კი გადაცდა

“ალავესთან” 3-0 მოგებულ შეხვედრაში, “ბარსელონა” ლა ლიგაში გატანილი 6 000 ბურთის ნიშნულს გადაცდა. საიუბილეო პირველი გოლი იყო – ლეო მესის მიერ შესრულებული ჯარიმა, რომელიც ტურის საუკეთესო გოლებში აუცილებლად მოხვდება. 

მესის ასეთი მიღწევა აქამდეც ჰქონდა – ცხრა წლის წინ, კლუბის ისტორიაში მე-5000 გოლი სწორედ მან გაიტანა, შუალედში კი თითქმის გოლების ნახევარში მიიღო მონაწილეობა. არგენტინელმა 125 ასისტი შეასრულა, 338 კი თავად გაიტანა. 

ყველაფერი 1929 წელს, “რასინგთან” გასვლით მატჩში დაიწყო, როცა მეტოქის კარში ბურთი პარერამ მოათავსა, ამის შემდეგ კი, საიუბილეო გოლები შემდეგმა მოთამაშეებმა გაიტანეს:

მარკოს აურელიო – 1 000;

პედრო საბალა – 2 000;

კინი – 3 000;

გილერმო ამორი – 4 000;

ლიონელ მესი – 5 000;

ლიონელ მესი – 6 000.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • Mishiko
    schedule 19 აგვ 2018, 22:10

    ციტატა: DebruyneDebruyne
    ლიონელ მესი -7000


    7000-ზეც მესი?? ეჭვი მეპარება

  • geniosa1988
    schedule 19 აგვ 2018, 22:00

    საოცრება ხარ გენიოსო.ბარსას მარგალიტი

  • Bakero
    schedule 19 აგვ 2018, 19:26

    კინის და ამორის თამაში მახსოვს

  • DebruyneDebruyne
    schedule 19 აგვ 2018, 19:12

    ლიონელ მესი -7000

  • akiL
    schedule 19 აგვ 2018, 17:05

    მეფე კაპიტნად <3 მწყემსივით არის გუნდისთვის, ძალიან შეეტყო უკვე კაპიტნის პასუხისმგებლობები და შეიფერა კიდეც. ხელები უნდ დაგეღალოს თასის აწევიით წელს გენიოსოო :)))

  • jaba1001
    schedule 19 აგვ 2018, 11:22

    მოსიარულე ლეგენდაა neutral_face

  • sergio busquets5
    schedule 19 აგვ 2018, 11:01

    ლეგენდარული ხარ მესი. წელს ლიგის მოგების დიდი იმედი მაქვს შენ უნდა მოაგებინო ბარსელონას ლიგა და ბომბარდირი უნდა გახდე ლიგის