“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, რაფინიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდში ყოფნა წლევანდელი სეზონისთვის მის გეგმებში შედის.
“რაფინია შემადგენლობის წევრია და ახლანდელი მდგომარეობით, მომდევნო სეზონშიც ასე იქნება. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდე არ იხურება და ბოლო დღეებში ბევრი ჭორი გავრცელდება, მაგრამ, ვფიქრობ, ის ისევ ჩვენთან იქნება.
რაფინიას მდგომარეობა მხოლოდ შარშან შეიცვალა. ეს იმის გამო მოხდა, რომ მან ტრავმა მიიღო და დიდი დრო გაუცდა, გუნდი კი უკვე მთლიანად შეკრული იყო. ფორმიდან ამოვარდნის ასარიდებლად, მას რეგულარულად თამაში სჭირდებოდა, მასთან ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ იჯარა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. წელს კი, რაფინიამ გუნდთან ერთად თავიდანვე ითამაშა”. – თქვა ვალვერდემ.




ასეა საჭირო, ეხლა ესე თუ განაგრძო ამის ფასი აიწევს და გაისად უფრო კარგად გაიყიდება.
წელს რაფინიამშვენიერ ფორმაშია , თუ ასე გააგრძელა ძალიან კარგი იქნება
დენისს ისევ ეს მირჩევნია, პაკო და დენისი გაყიდონ და სუარესს წესიერი შემცვლელი მოუყვანონ ბებიაჩემის ძროხას რო გავს
ეტყობა თვალ დახუჯული უყურებ ბრატ 😀 ძაან მაგარია