“ბოკა ხუნიორსთან” მატჩის შემდეგ კომენტარი მალკომმა გააკეთა, რომელმაც “კამპ ნოუზე” სადებიუტო შეხვედრაში “ბარსელონასთვის” თავისი პირველი გოლი გაიტანა.
“გახარებული ვარ იმით, რომ ტიტული მოვიგე და გულშემატკივრებით სავსე “კამპ ნოუზე” ვითამაშე. ტრიბუნებზე ჩემი ოჯახის წევრებიც იყვნენ და მე მათ წინაშე გატანა მოვახერხე, ეს საოცნებოა.
იმედი მაქვს, კიდევ ბევრ გოლს გავიტან. ამაში ხელს თანაგუნდელები შემიწყობენ, რომლებიც საოცარი მოთამაშეები არიან და ჩემს მიმართ თავიდანვე კარგ დამოკიდებულებას იჩენენ.
ლეო მესი საუკეთესო ფეხბურთელია. დღეს თამაში მასთან ერთად დავიწყე, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ჩემი გოლიც, მეტწილად, მისი შექმნილი იყო”. – განაცხადა მალკომმა.



კაი ბიჭია.უფრო მოინდომებს
მაგარი მონდომებულია ეს ,,
მართლა ძალიან მაგარი აზრია
მუნირი და ალკასერი გაყიდონ ცოტა დაამატონ და ვალენსიიდან როდრიგო იყიდონ
Sheni imedi gvaqvs aba