“ბარსა ბ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, გარსია პიმიენტა კლუბის ახალწვეულზე, სენეგალელ მუსა ვაგეზე ისაუბრა.
“ბიჭისთვის, რომელიც მხოლოდ 19 წლისაა, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშების ჩატარება და გოლის გატანა დიდი გამოცდილებაა. როცა მისით დავინტერესდი, მისი თამაშის ვიდეოს ვუყურე და დავრწმუნდი, რომ კარგი მონაცემები აქვს. ახლა, ვაგე 100%-ით “ბარსა ბ”-ს მოთამაშეა და თავისი თანაგუნდელების თანასწორია”.
პიმიენტამ კომენტარი რიკი პუჩზე და ხუან მირანდაზეც გააკეთა. მომდევნო სეზონში, ამ ფეხბურთელებს მისი შემადგენლობიდან ძირითად გუნდში ყველაზე ხშირად გამოიძახებენ.
“ისინი ოფიციალური მატჩებისთვის მზად არიან. ჩვენი მთავარი ამოცანა ისეთი მოთამაშეების ჩამოყალიბებაა, რომლებიც მომავალში პირველი გუნდის წევრები იქნებიან. ეს ის გამოწვევაა, რომლისთვისაც აქ თავდაუზოგავად ვშრომობთ, გვინდა, ისინი ნებისმიერ დროს მზადყოფნაში იყვნენ“. – განაცხადა 44 წლის სპეციალისტმა.




Transfermarktზე იქნება ნახე
ბიჭებო ფეხბურთელების გამოსასყიდი თანხა როგორ ვნახო ? ბარსელონას ფეხბურთელების არა სხვა
მეც მაგის მოლოდინში ვარ დღეს და მემგონი რეალმა აზარი გაიფორმა ზუსტად არ ვიცი
http://www.soccernews.com/soccer-transfers/spanish-la-liga-transfers ამ საიტზე ნახავთ მსოფლიო ყველა ტრანსფერის დეტალს. ძაან მაგარი საიტია
Transfermarkt .com აქაც შესაძლებელია ნახო ტრანსფერები ფეხბურთელების ღირებულებები და ვევრი კარგი რამ
Isa da musa vage nagdad viyidet?
რო მახსენდება რო პუჩი გვყავს სულიერ სიმშვიდეს ვეზიარები ხოლმე :დდდ
მეტ სიახლეს ველი ამ გვერდზე <3