არტურო ვიდალმა “ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელი კლუბის ვიცე პრეზიდენტ ჟორდი მესტრესთან ერთად მოაწერა, რომელმაც ჩილელი ნახევარმცველი ძალიან დადებითად დაახასიათა.
“ვიდალს ტოპ კლუბებში დიდი გამოცდილება აქვს მიღებული. დარწმუნებული ვარ, ის “ბარსელონასაც” ბევრს შემატებს.
არტუროს ძალიან სურდა, აქ ეთამაშა, ისევე როგორც ჩვენ გვინდოდა მისი მოყვანა. ის, კლაუდიო ბრავოს და სანჩესის შემდეგ, მესამე ჩილელია, რომელიც “ბარსას” მაისურით ითამაშებს და წარმოადგენს მის თანამემამულეებს, რომლებიც ჩვენს ქალაქში დიდი რაოდენობით არიან”. – განაცხადა მესტრემ.
ძალიან ხისტია,მაგრამ გამოცდილი და მებრძოლი