ოფიციალურად: ალეიშ ვიდალი “ბარსელონას” ტოვებს

ოფიციალურად: ალეიშ ვიდალი “ბარსელონას” ტოვებს

“ბარსელონას” 28 წლის მარჯვენა მცველი ალეიშ ვიდალი კლუბს ტოვებს. კატალონიელებმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის ოფიციალური Twitter-ის ცნობით, ვიდალი ამერიკიდან ბარსელონაში მიემგზავრება იმ მიზნით, რომ ტრანსფერი დაასრულოს.

ჯერჯერობით არაოფიციალური ინფორმაციით, ვიდალი თავის ყოფილ გუნდს, “სევილიას” დაუბრუნდება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი