“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “რომასთან” მატჩი შეაჯამა.
“75 წუთი კარგად ვითამაშეთ. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჩვენ გვსურდა, მაგრამ ბოლოს უპირატესობა დავთმეთ.
ეს შედეგი არც ისე ცუდია იმას თუ გავითვალისწინებთ, თუ რა ასაკის ფეხბურთელები გვყავდა მოედანზე. კარგია, რომ მათ ბევრი მომენტის შექმნა მაინც მოახერხეს. რა თქმა უნდა, მოგება გვსურდა, მაგრამ აქ, პირველ რიგში, ჩვენს მოთამაშეებზე დაკვირვებისთვის ვარ და მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
მალკომი ძლიერი ფეხბურთელია. მას ბურთის სიღრმიდან ამოტანა შეუძლია და შორეული დარტყმებიც კარგად გამოსდის. დარწმუნებული ვარ, ის მომავალში დიდ სამსახურს გაგვიწევს.
რაფინია წინა სეზონის პირველ ნახევარში ტრავმირებული იყო და მისი შეფასების საშუალება მაშინ არ მქონდა. ახლა კი, ის მშვენივრად გამოიყურება და თამაშში ბოლომდეა ჩართული. მას არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც ჩვენთვის ხელსაყრელია”. – განაცხადა ვალვერდემ.




ვალვერდეეე…წაეთრიე,წაეთრიე!
კაი რა გინდა სულ რატო 4-1 ხო მოიგო :DDD
რაფინია გასაშვები არაა
კარგი ბიჭია
Aაცვი ვალველდემ ბარსადან.რომასტან სულ როგორ უნდა ცააგო?
რაფინია დატოვეთ უეჭველი დატოვეთ და მუნირიც