მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე:  ლანგლეში ეჭვი თავიდანვე არ გვეპარებოდა, არტურმა კი ადაპტაციის გავლა კარგად დაიწყო

ერნესტო ვალვერდე: ლანგლეში ეჭვი თავიდანვე არ გვეპარებოდა, არტურმა კი ადაპტაციის გავლა კარგად დაიწყო

ერნესტო ვალვერდემ “ტოტენჰემთან” მატჩის შემდეგ თავის ფეხბურთელებზე ისაუბრა. 

“ტრავმირებული მოთამაშეების არყოფნა დაგვაკლდება. სავარაუდოდ, ისინი ტურნირის დარჩენილ მატჩებში ვერ დაგვეხმარებიან. ეს ცუდი სიახლეა. 

თუმცა, ახლა მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი. ბიჭებმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და პენალტებიც კარგად შეასრულეს. 

არტური ბურთის მოპოვებაში, შენარჩუნებაში და დასარტყამ პოზიციამდე მიტანაში ძალიან დაგვეხმარება, ისე, როგორც ეს “ტოტენჰემთან” გამოჩნდა. რაც შეეხება ლანგლეს, მის შესაძლებლობებში ეჭვი თავიდანვე ნაკლებად გვეპარებოდა, რადგან ის ლა ლიგის გუნდიდან გადმოვიდა, არტურს კი ადაპტაციის გავლა სჭირდება და კარგია, რომ ის ამას ახერხებს”. – განაცხადა ვალვერდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • SHOTAMESSI10
    schedule 29 ივლ 2018, 20:14

    ლანგლე არა ლანგლა კიდევ :დ

  • Guro messi
    schedule 29 ივლ 2018, 17:04

    ლენგლეც და არტურიც უმაგრესები არიან და ასევე კარგად ითამაშებენ ბარსაში

  • messiiesta
    schedule 29 ივლ 2018, 14:51

    რომა რევანშისთვის ემზადება? – იტალიელებმა ბარსელონას მთავარ სამიზნეს ზონზის მიმართეს: კიდევ ერთი გუნდი გადავიკიდეთ ესეიგი პსყ რეალი რომა ეს გუნდები მზად არიან ნებისმიერ დროს ყ..ზე გვიკბინოN:))))