ალეიშ ვიდალი “სევილიაში” ბრუნდება

ალეიშ ვიდალი “სევილიაში” ბრუნდება

“ბარსელონას” მარჯვენა მცველი ალეიშ ვიდალი კატალონიური კლუბის დატოვებასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

მადრიდული წყაროს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს. კლუბები უახლოეს მომავალში გარიგების პირობებზე შეთანხმდებიან – ფეხბურთელი “სევილიაში” ან იჯარით გადავა, ან სრულფასოვანი ტრანსფერი შედგება.

“ბარსელონამ” ვიდალი 2015 წელს სწორედ “სევილიადან” შეიძინა. ის ანდალუსიურ კლუბში 2014/15 წლების სეზონში ირიცხებოდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

  • Guro messi
    29 ივლ 2018, 17:02

    დღეს გამოჩნდა რა მაგარია რობერტო ნახ.დაცვაში.რა ჩაუგდო მასტმა რაფინიას.ეს გაყიდონ და პალენსია დააწინაურონ ტიპი დაფრინავდა.ასევე მირანდაც მომეწონა ძაან ერთი ორჯერ კარგად გადაიტანა ბურთი რაფინიაზე ასე რომ ლა მასია ყვავის ტალანტებით.რობერტო კიდე ნახ დაცვაში მაგარი იქნებოდა რა.