ბოლო რამდენიმე წელიწადში განხორციელებული ტრანსფერებიდან პაულინიო ბესერას დამატება “ბარსელონასთვის” ალბათ ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა, თუმცა კატალონიელებმა მას გუნდში მხოლოდ ერთი სეზონის გატარება აცალეს და ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე ფეხბურთელთა რიცხვის შესამცირებლად გაუშვეს, თანაც, ყველაზე არახელსაყრელი გზით, იჯარით.
ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელმძღვანელობის ორი წევრი, პრეზიდენტი ბართომეუ და პეპ სეგურა იყვნენ ჩართულნი, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს კი მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია. Marca-ს ინფორმაციით, პაულინიოს გაშვებით გუნდის ვალვერდე დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა.
ვალვერდე პაულინიოს გადამწყვეტ მომენტებში ხშირად ენდობოდა, განსაკუთრებით სეზონის პირველ ნახევარში და ბრაზილიელიც მის დავალებებს საკმაოდ კარგად ასრულებდა.
თუ წყაროს დავუჯერებთ, ტრანსფერების მოგვარების საკითხში ესტრემადურელი სპეციალისტის სიტყვას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, რამაც ის გამოიწვია, რომ “ბარსელონამ” პაულინიო, რომლის მოვალეობაში გოლების გატანაც შედიოდა, დაკარგა და მთავარი მოთამაშე, რომელსაც შემადგენლობა უნდა გაეძლიერებინა – ანტუან გრიზმანი – ვერ შეიძინა. ასე რომ, გუნდში ფინიშერების ნაკლებობა გაჩნდა. ეს ვალვერდეს არ მოეწონა და გადაწყვიტა, შემცვლელი თავად მოეძებნა. მან საუკეთესო ვარიანტად “ჩელსის” შემტევი, ვილიანი მიიჩნია და მოლაპარაკებებში, რომელიც პრესის ცნობით უკვე მიმდინარეობს, ამჯერად თავის როლს მწვრთნელიც თამაშობს.



Vilianic kargia ragac momentshi. Magram me pianichi upro gamixardeba
ერთადერთი "გამართლება" ვილიანის ტრანსფერს ის შეიძლება მოვუნახოთ, რო ამ სეზონში ლიგის მოსაგებად აპირებენ თამაშს და გამოცდილი მოთამაშე სჭირდებოდათ, ვინც ამ სეზონში მაქსიმალურად გაგვაძლიერებდა.თორე აბა 30 წლის კაცს მომავლის პერსპექტივით ვინ მოიყვანს.
ნუ ესეიგი სკამისთვის უნდათ ვილიანი კარგია მაგრამ თუ მარტო ვილიანის მოყვანას აპირებენ სულ არ მინდა ერთი მხრივ კარგი აზრია თორე სკამზე ალკასერი გვიზის ჯობია გაუშვან და ვილიანი დასვან რას გაუგებ ამათ შეილება ეს ტრანსფერი განახორციელონ და თქვან წლის ტრანსფერი გავაკეთეთო გუნდს ნახევარმცველი ჭირდება თან 2 რადგან სკამზე გომეში რაფინია არის რაღაც საცოდაობა ბარცელონას დონის გუნდისთვის რითაა რეალი მეტი კოვაჩიჩი და ასენსიო რო უზით