მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტური: “ბარსელონას” ფანებს ჩემი თამაში მოეწონებათ

არტური: “ბარსელონას” ფანებს ჩემი თამაში მოეწონებათ

“ბარსელონას” ახალწვეული, არტურ მელო დარწმუნებულია იმაში, რომ ევროპულ ფეხბურთში გამოცდილების არქონის მიუხედავად, თავისი თამაშით გუნდის გულშემატკივრებს მოხიბლავს. 

“ბარსას” ფანებს ჩემი თამაში მოეწონებათ. ამ გუნდის სტილი უნიკალურია და ამასთან შეჩვევა იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც “ლა მასიაში” არ აღზრდილან, ძალიან რთულია. თუმცა, ჩემი თვისებები “ბარსელონას” ზოგიერთი მოთამაშის თვისებებს წააგავს. მეც მიყვარს ბურთის ფლობა, მოკლე პასები და თამაშის რიტმის ცენტრიდან კონტროლი. 

ჩავი და ინიესტა ჩემთვის მისაბაძი მაგალითები არიან. განსაკუთრებით ჩავი მომწონს და არა მხოლოდ იმის გამო, რასაც ის მოედანზე აკეთებდა. 

მინდა, ჩემი თანაგუნდელებისგან რაც შეიძლება მეტი ვისწავლო. ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მის გვერდით თამაში ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება. 

“ბარსელონაში” თამაში უამრავი ადამიანის ოცნებაა. მე ეს გუნდი რონალდინიოს ეპოქაში შემიყვარდა. იმ დროს უკვე კარგად მესმოდა ფეხბურთი და “ბარსას” ყველა თამაშს ვუყურებდი, იმიტომ, რომ მათი სტილი და ფეხბურთელები ძალიან მომწონდა”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 20 ივლ 2018, 15:14

    ეეხ ნეიმარიც ეგრე ლაპარაკობდა მესიზე, მაგრამ ჩრდილში შესცივდა და გაუბერა შეიხებთან.

  • messiiesta
    schedule 20 ივლ 2018, 14:59

    ხმამაღალი ნათქვამია სათაურზე, ნიდაიბოგ არ მოეწონოს:)))

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 20 ივლ 2018, 13:55

    მაინც ზეწოლა არუნდა მოახდინოს კლუბმა თორე გომეში დაემართება და კიდე ხშირად უნდა ათამაშონ

  • mesi_10
    schedule 20 ივლ 2018, 13:05

    ვნახოთ ვნახოოოთ რითი გაგვაოცებ!

  • sergio busquets5
    schedule 20 ივლ 2018, 12:51

    სიახლეები დადეთ

  • Don 8
    schedule 20 ივლ 2018, 12:48

    მჯერა ამბიჭის

  • donandresiniesta8
    schedule 20 ივლ 2018, 12:36

    ვალვერდემ თუ არ დაამწნილა სკამზე , მეიმედება ამ ბიჭის

  • GIo-GxP-FCB
    schedule 20 ივლ 2018, 12:18

    ნიჭიერი და მონდომებული ბიჭია ჰაერზე არ იტყოდა ხავი ამაზე ბარცელონას დნმ აქვსო მთავარია ვალვერდე სწორედ მიუდგეს ასევე ალენიაც და რიკი პუჩიც უნიჭიერესები არიან მაგრამ რიკი ჯერ პატარაა ))))

  • getsby
    schedule 20 ივლ 2018, 11:23

    ციტატა: philippe coutinho….

    ციტატა: getsby
    მარტო აბიდალი ვერ უშველის ბარსას , პილიტიკაა ასეთი ტიპები არ ინტერესდებიან უბრალოდ სხვა ფეხბურთელებით , პიანიჩი არ უნდათ რატო ვითომ ვინ გვყავს მაგაზე მაღალი დონის ცენტრში ან ვის მოვიყვანთ მაგაზე მაგარს , დამერწუმენთ ვერავის. რაბიო მეც მომწონს მარა შანსი მინიმალურია ისევ მოიფიქრებს რამეს ხელაიფია თუ ვინ ჯანდაბაა და გაახანგრძლივებს კონტრაქტსაც აი ნახავთ, რეალურად ვინც იყვნენ უკვე გადმოიყვანეს აწი ღმერთი თუ გვიშველის და ვინმე კარგი ვარიანტი ჩაგვივარდება თუნდაც ტიაგო


    პიანიჩი კაია მარა მაგას კონტრაკტი გაახანგრძლივა უკვე იუვე სავიჩს ეჩალიჩებოდა მაგრამ რონალდოს ყიდვის შემდეგ შეესვა და პიანიჩი რომ გაეყიდა მის ღირსეულ შემცვლელს ვეღარ შეიძენდა და არ გამოუშვეს კონტრაკტი გაუხანგრძლივეს და აკ ბარსას დანაშაული არ არი ფეხბურთელსაც რო არ უნდა და კლუბში რჩება მეორე მხარე მანდ ვერაფერს ვერ იზამს დანარჩეში გეთანხმები


    რეალმა იყიდა ფაქტობრივად აზარი , ხომ არ ყიდიდა არც ჩელსი და იმდენი ეჩალიჩეს რო მაინც დაითანხმეს ეს ხო პერესის დამსახურებაა და არა აბრამოვიჩის კეთილი ნების უბრალოდ მაგარია პერესი ტიპს ვინც უნდა ყველას თრეულობს . არ შეიძლება ჩვენც ნორმალური ხელმძღვანელობა გვყავდეს და არა ეს ჩმორი საზოგადოება? უბრალოდ არ მესმის რატოა ხალხი ასე ჩუმად და რატო იბრმავებს თვალებს , ტიპები გაყიდვითაც ვერ ყიდიან ვერავის არარი ამათი საქმე და მოკალით უბრალოდ უნდა წავიდნენ და არც მიდიან აი ესაა უბედურება

  • barselona fan
    schedule 20 ივლ 2018, 10:21

    არტური კარგი ბიჭია

  • getsby
    schedule 20 ივლ 2018, 09:47

    მარტო აბიდალი ვერ უშველის ბარსას , პილიტიკაა ასეთი ტიპები არ ინტერესდებიან უბრალოდ სხვა ფეხბურთელებით , პიანიჩი არ უნდათ რატო ვითომ ვინ გვყავს მაგაზე მაღალი დონის ცენტრში ან ვის მოვიყვანთ მაგაზე მაგარს , დამერწუმენთ ვერავის. რაბიო მეც მომწონს მარა შანსი მინიმალურია ისევ მოიფიქრებს რამეს ხელაიფია თუ ვინ ჯანდაბაა და გაახანგრძლივებს კონტრაქტსაც აი ნახავთ, რეალურად ვინც იყვნენ უკვე გადმოიყვანეს აწი ღმერთი თუ გვიშველის და ვინმე კარგი ვარიანტი ჩაგვივარდება თუნდაც ტიაგო

  • Guro messi
    schedule 20 ივლ 2018, 09:14

    არტური მაგრად ითამაშებს ბარსაში

  • Bakero
    schedule 20 ივლ 2018, 01:16

    წარმატებები გუნდთან ადაპტაციაში !