ესპანური გამოცემა, Diario Gol ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი კლუბის ხელმძღვანელობას ბელგიელი ფეხბურთელის შეძენას ურჩევს.
საუბარია პსჟ-ს მცველ ტომა მონიეზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ნაკრების რიგებში საკვანძო მოთამაშე იყო. ნახევარფინალში მისმა არყოფნამ გუნდს დიდი პრობლემები შეუქმნა და მათი გამოვარდნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო.
წყაროს ცნობით, “ბარსას” ეს ტრანსფერი დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდება. სავარაუდოდ, მონიე ძირითად შემადგენლობაში სერჟი რობერტოს ჩაანაცვლებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერნესტო ვალვერდეს მარჯვენა მცველის პოზიციაზე ნელსონ სემედუ ჰყავს. პორტუგალიელს ნამდვილად აქვს იმის მონაცემები, რომ განვითარდეს და თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს, ასე რომ, ახლა მონიეს დამატება “ბარსელონას” დიდად არ სჭირდება.




imena y..a messi 😀 😀 😀 treneria es chemisa tu fexburteli ver gavige ra y unda