“ბარსელონას” სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი პარიზში გაემგზავრა და ადრიენ რაბიოს დედასთან ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება გამართა, იტყობინება Sport.
მხარეები ფრანგის ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდნენ. რაბიო სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, კლუბთან კი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ნახევარმცველის განსაკუთრებული მოთხოვნა შეტევაში აქტიურად ჩართვაა. რაბიო მიიჩნევს, რომ შესაძლებლობათა მაქსიმუმის ჩვენება საყრდენის პოზიციაზე გაუჭირდება.
კატალონიელებს პსჟ-სთან შეთანხმებაღა დარჩათ. პარიზელები ტრანსფერის განხორციელების ვარიანტის განხილვისთვის მზად არიან, რათა ნახევარმცველის თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა თავიდან აირიდონ.
ყოველი შემთხვევისთვის, “პარი სენ-ჟერმენი” ადრიენთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას შეეცდება.




გეხვეწეით მითხარით რითია ეს მაგარი ნახევარმცველი, ანუ ის რაც ბარსას ხარისხს დააკმაყოფილებს?
თუ მაგარი ნახევარმცველია და ცაში ვარსკვლავებს წყვეტს რატო ზის პსჟში ზამენაზე?
გაისმის მარადიული კითხვები :))))))))
ლევანას და დორტმუნდის მაგალითი გაიხსენეთ ;))
კონტრაქტის გახანგრძლივება რომ დომნოდა აქამდე გაახანგრძლივებდა…
Movides gomeshis nacvlad