არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ხავიერ სავიოლამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე “ალბისელესტეს” გამოსვლა შეაფასა.
“ჩვენმა გუნდმა საკუთარი თამაში ვერ იპოვა და ქომაგებს იმედი გაუცრუა. განცდილი კრახი შეცდომების გაანალიზებასა და მომდევნო ჩემპიონატისთვის მომზადებაში უნდა დაგვეხმაროს. ვიმედოვნებ, რომ “ალბისელესტე” შემდეგ მუნდიალზე ფავორიტთა რიგებში კვლავ იქნება.
მესის გადაწყვეტილებას ყველა პატივს სცემს. იმედი მაქვს, ის ნაკრებში გამოსვლას გააგრძელებს, რადგან პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. არგენტინელებს სურთ, რომ მომდევნო მუნდიალზე ლეო ქვეყანას ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს.
ლეო ჩემი ყოფილი თანაგუნდელი და ახლო მეგობარია. სწორედ ამიტომ, მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.“-აღნიშნა სავიოლამ.




გვარდიოლა ჭირდება გვარდიოლა
უნდა ჩამოყალიბდეს არგენტინა ერთ მთლიან გუნდად
მესიმ კიარა გუნდმა უნდა მოუტანოს არგენტინას ჩემპიონობა გუნდმა!!!!