უკვე ოთხი წელია, “ბარსელონას” რიგებში ირიცხება ფეხბურთელი, რომელიც კატალონიაში დასასვენებლად უფრო ხშირად ჩადის, ვიდრე ფეხბურთის სათამაშოდ. დუგლას პერეირამ თავისი კარიერის საუკეთესო წლებში “ბარსას” ძირითად გუნდში მხოლოდ 8 შეხვედრა ჩაატარა. პირველი ორი სეზონის განმავლობაში ის ძირითადად განაცხადს მიღმა იყო და ხანდახან 18 კაციან სიაში მოხვედრასაც კი ახერხებდა, ბოლო ორი წელი კი ბრაზილიელმა იჯარით სხვა გუნდებში გაატარა.
დუგლასი რამდენიმე თვის წინ ლისაბონში, “ბენფიკასთან” ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ პორტუგალიელებმა მისი დატოვება არ მოისურვეს და უკან, ესპანეთში დააბრუნეს.
იმის მიზეზი, თუ რატომ არ სურს “ბარსელონას” ხელმძღვანელობას დუგლასის გაყიდვა, ყველასთვის ამოუცნობია. ასეთ სიტუაციაში კი, საინტერესოა, რომ 27 წლის მცველს შეძენის მსურველი გამოუჩნდა: ეს თურქული “სივასსფორია”, გუნდი რომელშიც ბრაზილიელი რობინიო თამაშობს.
Sport-ის ინფორმაციით, “სივასსფორმა” “ბარსელონას” უკვე მიმართა და თუ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა, შესაძლოა, დუგლასი მოედანზე რეგულარულად ისევ ვიხილოთ, თუმცა არა “კამპ ნოუზე”, არამედ მცირე აზიაში.




ლიგა კი აქ მოგებული ბიჭს
არტურის გამოსასყიდი 400 მილიონია .. ჭკუაისწავლა ბართომ
არტურ მელო ვიყიდეთ
ამ ზაფხულს "ბარსელონა" შემტევი პოტენციალისა და მოედნის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს.
როგორც გავლენიანი გამოცემა Mundo Deportivo იუწყება, ამისათვის "ლურჯ-ბროწეულისფრებს" "ჩელსის" ნახევარმცვლ ვილიანისა და "პსჟ"-ს ჰავბეკ ადრიენ რაბიოს შეძენა უნდათ.
ფრანგულ კლუბთან რაბიოს 2019 წელს ეწურება კონტრაქტი, ამიტომაც მისი შეძენა კატალონიელებს გაუადვილდებათ.
სხვა სიტუაციაა ვილიანთან დაკავშირებით, რომლის სანაცვლოდაც "ჩელსი" 80 მლნ ევროს ითხოვს. სატრანსფერო ღირებულების დასაკლებად, "ბარსელონამ" აგენტ კია ჯურაბჩანს მიმართა, ამ უკანასკნელს "არისტოკრატების" პრეზიდენტ რომან აბრამოვიჩთან კარგი ურთიერთობა აქვს. გარდა ამისა, კატალონიელები მზად იქნებიან ლონდონში ერთ-ერთი თავისი ფეხბურთელი გაუშვან.
გუშინ, მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ნახევარმცველი, პაულინიო "გუანჩჯოუ ევერგრანდში" გაანათხოვრა.
Iqit gadauxadet tu vinme waiyvans
Achuqet da samaliotis fuli iqet achuqet.