მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონელებს“ მუნდიალზე 10 გოლი დაუგროვდათ

„ბარსელონელებს“ მუნდიალზე 10 გოლი დაუგროვდათ

“ბარსელონას” ფეხბურთელებს რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო ჯამში 10 გოლი დაუგროვდათ.

მუნდიალზე თავის გამოჩენა იერი მინამ (3), ფილიპე კოუტინიომ (2), ლუის სუარესმა (2), ლეო მესიმ, ივან რაკიტიჩმა და პაულინიომ მოახერხეს. “ბარსელონელებმა” წინა ორი ჩემპიონატის შედეგი გაიმეორეს.

კლუბის რეკორდის გამეორებამდე მუნდიალზე დარჩენილ 7 ფეხბურთელს (ლუის სუარესი, სამუელ უმტიტი, უსმან დემბელე, ფილიპე კოუტინიო, პაულინიო, ტომას ვერმალენი, ივან რაკიტიჩი) 5 გოლი აშორებს. 1994 წელს, ამერიკაში, სტოიჩკოვმა, რომარიომ, გოიკოჩეამ, ბეგირისტაინმა და პეპ გვარდიოლამ 15-ჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება.

მიმდინარე მუნდიალზე ნაჩვენები შედეგით “ბარსელონა” პსჟ-სა და “ტოტენჰემთან” ერთად პირველ ადგილს იკავებს. სამივე გუნდის წარმომადგენელთა აქტივში 10 გოლია. აქტიური მდევრები “რეალი” (9) და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან (8).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • Guro messi
    schedule 05 ივლ 2018, 12:00

    ციტატა: M10 S9 D11
    სუა რაკიტიჩი კოუ და პაუ კიდე გაიტანენ უნდა მოხსნან ეგ რეკორდი


    დემბელეც კარგად ათამაშდება.