ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარ და სილვამ მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მე-6 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ფორვარდმა მექსიკასთან მატჩში ანგარიში გახსნა (2:0).
დარტყმათა შედეგიანობით ბრაზილიელმა შემტევმა თანამედროვე ფეხბურთის ტიტანებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს აჯობა. 6 გოლის გასატანად ნეიმარს 38 დარტყმა დასჭირდა, “ბარსელონას” “ათიანს” – 67, ხოლო პორტუგალიელს – 74.
როგორც იცით, ლეო მესის არგენტინა და კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშნენ, ნეიმარის ბრაზილია კი რუსეთში მიმდინარე მუნდიალზე ასპარეზობას განაგრძობს. 1/4 ფინალში ტიტეს შეგირდები ბელგიას დაუპირისპირდებიან.


მეექვსე ოქროს ბურთი დამსახურებულად, ამის მეტი კონკურენტი არ ყავს მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს, რა კეინი და რა ნეიმარი ან გრიზმანი რა შედარებებს აკეთებთ ჭკუიდან ნუ გადამიყვანეთ მართლა…. ბრაზილიამ რო მოიგოს მთელი ბრაზილია მსოფლიო ვარსკვლავებით არის სავსე, არ გაუმართლა რო პორტუგალიაში დაიბადა თუ როგორ ლაპარაკობთ თქვენ? 200% ით ამისია 6 ოქროს ბურთი, ჩემი აზრით მესისთან უკვე სირცხვილია ამ კაცის შედარება მესი ჩამოწერილია უკვე 2014 წლიდან დღემდე და შეეგუეთ ამ რეალობას. ცუდად თუ კარგად ამას საქართველოს მოსახლეობის მესის პირადი გულშემატკივრები არ წყვეტენ, მსოფლიო ექსპერტები და ანალიტიკოსები ადგენენ და რაც არ უნდა იწკრიალოთ მესის სიძლიერეზე ბოლო 4 წელი მინდორზე გზააბნეული ციყვის როლშია რომელმაც თხილი გადამალა და ვერ იხსენებს სად და რომელ კუთხეში. დავაფასოთ დღევანდელი რეალობა და ბოღმა კომენტარებისგან თავი შეიკავეთ. ჰალა მადრიდ ვივა სენტო ესპანიოლო ჰომე ის ტეანო სიმპრო