workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბელგიის ნაკრები იაპონიასთან ქამბექით მეოთხედფინალში გავიდა

ბელგიის ნაკრები იაპონიასთან ქამბექით მეოთხედფინალში გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატზე, ბელგიის და იაპონიის შეხვედრაში, კიდევ ერთ სენსაციასთან ვიყავით ახლოს. უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ბელგია დიდ უპირატესობას ფლობდა, იაპონელებმა მეორე ნახევრის დასაწყისში ორი გოლი გაიტანეს (ჰარაგუჩიმ და ინუიმ) და გამარჯვებას ძალიან მიუახლოვდნენ. თუმცა, ევროპელებმა თამაშის ბედის შემობრუნება მაინც მოახერხეს. 69-ე წუთზე იან ვერტონგენმა გაიტანა, რამდენიმე წუთში კი მარუან ფელაინიმ, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ბოლო წამებზე კი იაპონელების კუთხურის შემდეგ “წითელმა ეშმაკებმა” კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც გოლით ასევე შეცვლაზე შემოსულმა ნასერ შადლიმ დაასრულა. ასე რომ, ბელგიამ გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა და მეოთხედფინალში გავიდა. 

“ბარსელონას” მცველს, ტომას ვერმალენს, მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. 

მომდევნო ეტაპზე ბელგია ბრაზილიას დაუპირისპირდება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • neo222
    schedule 03 ივლ 2018, 12:42
    #4

    ციტატა: antoine griezmann.
    hilippe coutinho


    ათი ლარით? პოემა ჩამოწერე? smile

  • philippe couthino
    schedule 03 ივლ 2018, 11:46
    #3

    ბრაზილიასთან შანსი არ აქვთ

  • CULE COUTINHO
    schedule 03 ივლ 2018, 03:14
    #2

    Sastav barcam lengles transferi sheatanxmao da xutshabats gaasajarovebsooo gilocavt, da warmatebebi ambichs

  • SUAREZ EL PISTOLERO
    schedule 03 ივლ 2018, 02:34
    #1

    ციტატა: antoine griezmann.
    სამიათას ცხრა ლარი მოვხსენი ათი ლარი მედო გაზიარებული მაკვს ფეისგვერდზე ვისაც გაინტერესებთ philippe coutinho ეს გვერდი მაკვს როგორც კოუტს უყენია მთავარზე ის ფოტო დავაყენე მეც არგენტინის ემბლემით


    გილოცავ ძმა ეგ ერთი და სხვა მრავალი