workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: ”მე ”ბარსელონას” შეცდომებს არ ველოდები”

მოურინიო: ”მე ”ბარსელონას” შეცდომებს არ ველოდები”

მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელი ”რასინგთან” გამართული მატჩის შემგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კატალონიის ”ბარსელონას” საკითხს შეეხო.

”ჩვენ კარგად ჩავატარეთ ზოგიერთი გასვლითი მატჩი. დღეს ჩვენ პირველივე წუთებიდან  შემართებით დავიწყეთ თამაში და მატჩის დაყწებისთანავე შევქმენით რამდენიმე სახიფათო მომენტი. ”რასინგს” შედარებით ნაკლები შანსები მიეცა, იმიტომ რომ ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და უპირატესობა მოვიპოვეთ.

მე არ ველოდები ”ბარსელონას” ჩავარდნებს. მე ”რეალის” თამაშზე ვარ კონცენტრირებული და ვცდილობ მოვიპოვო ქულების მაქსიმალური რაოდენობა. ჩვენ მატჩს ვიგებთ იმ შემთხვევაში, როცა ვთამაშობთ კარგად და მეტოქეზე უკეთესად. მე არ ველი ”ბარსელონას” შეცდომებს, თუმცა იმედი მაქვს, რომ მათ საშინაო თამაშს მოვუგებთ.”-  მოურინიოს სიტყვებს ციტირებს ”რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში