მუნდიალის B ჯგუფის მეორე ტურის მატჩში, ყაზანში ესპანეთის ნაკრები ირანს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელები უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მათ ადვილი გამარჯვება ვერ მოიპოვეს. პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის დასაწყისში ირანი მთელი გუნდით საკუთარ თავს იცავდა და კარის მშრალად შენახვას ახერხებდა, მაგრამ 54-ე წუთზე დიეგო კოშტამ ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხა. ამის შემდეგ ირანელები გააქტიურდნენ და საპასუხო გოლიც გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ის არ ჩათვალა. საბოლოოდ, შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.
რაც შეეხებათ “ბარსელონას” ფეხბურთელებს, პიკემ, ალბამ და ბუსკეტსმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს, ანდრეს ინიესტა კი მწვრთნელმა 71-ე წუთზე შეცვალა.
ამ ტურის მეორე მატჩში პორტუგალიამ ირანს იგივე ანგარიშით მოუგო. შესაბამისად, მათ და ესპანელებს 4-4 ქულა აქვთ, ირანს 3, მაროკოს კი – 0.
ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლისთვის ესპანეთმა მესამე ტურში უმოტივაციო მაროკო ისე უნდა დაამარცხოს, რომ პორტუგალიაზე უკეთესი ბურთების სხვაობა დაუფიქსირდეს. თუმცა, თუ პორტუგალიელებმა ქულები დაკარგეს ესპანეთს, შესაძლოა, 1 ქულაც ეყოს.
![ესპანეთის ნაკრებმა ირანი დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა თითქმის გაინაღდა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/06/1529525919_b.jpg)



რაო ჯუჯამ დღეს ვიგებო
Masec araa Irani chasafrebulia 3 qulit tu gauvarda portugaliastan jgufidanac gava
კიბატონო, ჯერჯერობით ასე ჩანს რომ ესპანეთი დაზარალდა. უბრალოდ ამ შემთხვევაში კონკრეტულად მოთამაშეებზე გავაკეთე აქცენტი და იეროს ხელში ტიაგო აშკარად იჩაგრება
Tiago kiar dazaralda,espaneti dasaralda lopotegis casvlit ,tan seriozulad
იერომ რატო შეცვალა შემადგენლობა პირველი თამაშის მერე, ან ტიაგოს რატო ჩაგრავს. ესპანეთი კი ძაან აქეს პორტუგალიასთან შეხვედრის მერე, მარა იმ მატჩშიც ბევრი კონტრშეტევა გაეპარათ, ბევრი შეცდომაც დაუშვეს. დღეს კიდე შეტევის ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. ინიესტა საყრდენად საიდან მოიგონა საერთოდ, არც ტიაგო + ვასკესი დააყენა. ლოპეტეგის წასვლით ყველაზე მეტად ტიაგო დაზარალდა