მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოზეპ ვივესი: მესის უსამართლოდ ექცეოდნენ

ჟოზეპ ვივესი: მესის უსამართლოდ ექცეოდნენ

“ბარსელონას” დირექტორმა, ჟოზეპ ვივესმა საკუთარ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მან 2016 წელი გაიხსენა, როცა ლიონელ მესის გადასახადების გადაუხდელობის გამო სასამართლო პროცესები იმართებოდა და განაცხადა, რომ ეს პროცესები უსამართლო იყო. 

“თავიდანვე ვამბობდი, რომ მესის უსამართლოდ ექცეოდნენ. მას მაშინ ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ”. 

რა თქმა უნდა, ვივესს შეკითხვა ანტუან გრიზმანთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

“გასაგებია, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ასეთ საკითხებზე საუბრისას სიფრთხილე, სიმშვიდე და პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. შესაბამისად, იმ ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით, რომელიც სხვა კლუბის წევრია, კომენტარს არ გავაკეთებ”. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც “ბარსას” დირექტორი შეეხო, 18 წლის ამომავალ ვარსკვლავთან, რიკი პუჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. 

“რიკი პუჩთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შესანიშნავი მოვლენაა. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ტალანტი, რომელიც ახალგაზრდული გუნდებიდან მოდის. ეს ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ ხშირად მოგებული ვრჩებით, რაც ჩვენს თავდადებაზე მეტყველებს”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • mambito777
    schedule 13 ივნ 2018, 09:13

    ციტატა: GIo-GxP-FCB

    ციტატა: SHOTAMESSI10
    ოფიციალურად: ჯასტინ კლუივერტი რომას ფეხბურთელია


    რომადან ბარცაში გადმოვა 2 წელში უეჭველი ვიცი


    ახლა 18 მლნ-ში იყიდა რომამ, 2 წელიწადში ამას დაადებენ 80 მილიონამდე, ეყიდა ბარსას და დაეტოვებინა ეს 2 წელიწადი სადაც იყო )

  • GIo-GxP-FCB
    schedule 13 ივნ 2018, 09:10

    ციტატა: SHOTAMESSI10
    ოფიციალურად: ჯასტინ კლუივერტი რომას ფეხბურთელია


    რომადან ბარცაში გადმოვა 2 წელში უეჭველი ვიცი

  • SHOTAMESSI10
    schedule 12 ივნ 2018, 23:20

    ოფიციალურად: ჯასტინ კლუივერტი რომას ფეხბურთელია