კატალონიური “ჟირონას” ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარდგენისას, ეუსებიო საკრისტანი ერიკ აბიდალის “ბარსელონას” ტექნიკურ მდივნად დანიშვნას გამოეხმაურა.
“აბიდალი კარგი ბავშვია. დარწმუნებული ვარ, მას ისეთივე შემართება ექნება, როგორიც ფეხბურთელობის პერიოდში. იმედი მაქვს, ის “ბარსელონასთვის” ბევრ კარგ რამეს გააკეთებს”. – განაცხადა მან.
ეუსებიოს და აბიდალის გზები “ბარსელონაში” ფრენკ რაიკაარდის მწვრთნელობის პერიოდში გადაიკვეთა, როცა საკრისტანი ჰოლანდიელი სპეციალისტის ასისტენტი იყო.



მჯერა 2018-19წლების ბარსა ყველაფერს მოიგებს
იმედია მარტო მცველებს არ იყიდის და ცენტრს მიხედავს