“სარაგოსას” მექსიკელმა სპეციალისტმა ხავიერ აგირემ მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მისი აზრით “ბარსელონა” შეუჩერებელია.
“როდესაც “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშობ ყოველგვარად უძლური ხარ. ის დაუნდობელია, მას კონკურენტი არ ჰყავს, “ბლაუგრანა” შეუჩერებელია. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ 1 ქულა მაინც აეღოთ, მაგრამ სამწუხაროდ სახლში დამწუხრებულნი ვბრუნდებით”.
“ბარსელონა” და “რეალი” მესამე – მეოთხე პოზიციაზე მყოფ გუნდებს 10 ქულაზე მეტით უსწრებენ, ხოლო “ბარსელონა” თავის მხრივ უსწრებს “რეალს”. ამით ყველაფერი ნათქვამია”.
