“ბარსელონას” ჰოლანდიელი მეკარის, იასპერ სილესენის მიმართ ინტერესი არ წყდება. აქამდე, 29 წლის კიპერს პრემიერ ლიგურ კლუბებს უკავშირებდნენ, ახლა კი სიას კიდევ ერთი გუნდი შეემატა – “ნაპოლი”.
ნეაპოლელების რიგებს ზაფხულში პეპე რეინა ტოვებს, ასე რომ, მათ ახალი მეკარის შეძენა აუცილებლად სჭირდება. “ნაპოლის” ხელმძღვანელობას აქამდე ორი ვარიანტი ჰქონდა, რუი პატრისიუ და ბერნდ ლენო, მაგრამ საკუთარ გუნდებში ორივე პირველი ნომერია, სილესენი კი, რომელიც თანდათან ასაკში შედის, მათგან განსხვავებით სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის. Sport მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი დე ლაურენტისი ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების ნაცვლად იასპერზე უარს არ იტყვის.
სილესენმა გასულ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა. მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს.
იასპერი მაგარი მეკარეა მაგრამ ცოტა მეტი დრო უნდა მიეცეს.60 მილიონზე ნაკლებ არ უნდა გაყიდონ თუ ყიდიან.
ამას მართლა უპირებენ გაყიდვას მაგრამ ჩვენ მაინც 5-6მილიონზე მეტს ვერ ვიხეირებთ. 25ად გაყიდიან და 20ად მოიყვანენ ვინმეს. ბარსას პოლიტიკა ეგ არის.
gayidian mgoni da sworic iqneba 60 milioni kargi tanxaa de iongis da de lightis shesadzenad gamoviyenebt