მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
3 წელი ევროპული ტრიუმფიდან

3 წელი ევროპული ტრიუმფიდან

ზუსტად სამი წლის წინ, 2015 წლის 6 ივნისს, “ბარსელონა” UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა, რომელიც ბერლინში გაიმართა, კატალონიელებმა 3-1 მოიგეს და ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები 5-ედ გახდნენ. 

“ბარსამ” პირველი ტაიმი ივან რაკიტიჩის სწრაფი გოლის წყალობით მოიგო. 55-ე წუთზე ალვარო მორატამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა რამდენიმე წუთში ლუის სუარესმა გაიტანა, მატჩის მიწურულს კი ნეიმარმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

იქამდე, “ბარსელონამ” ჯგუფში, რომელშიც პსჟ, “აიაქსი” და “აპოელი” იყვნენ, პირველი ადგილი დაიკავა, 1/8 ფინალში ასპარეზობას “მანჩესტერ სიტი” გამოთიშა, 1/4 ფინალში კვლავ “პარი სენ-ჟერმენი” დაამარცხა, 1/2 ფინალში კი – მიუნხენის “ბაიერნი”. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=AV1-Ue8xMe0]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • Guro messi
    schedule 07 ივნ 2018, 11:58

    2019ში ჩვენია ლიგა.

  • ძველი ბარსელონელი
    schedule 07 ივნ 2018, 01:45

    ციტატა: royal madrid…..
    კიდევ 33 ის შემდეგ მოგებას გისურვებთ joy ეს წლები რეალის ყოფილიყოს joy ისე რა ღადაობა იქნებოდა joy


    არმგონიხარ მე შენ პროვოკატორი ბიჭი და ხშირად საუბრობ ფეხბურთზე აქ და არგეკადრება ესეთი კომენტარები :))

  • mesi_10
    schedule 07 ივნ 2018, 01:04

    რა დრო იყო ბიჯოს. ახლა კი ისეთი დრო დაგვიდგა რო ჩემპიონტა ლიგაზე გამოგვიხტება ვიღაც კოჭოია გუნდა და გვაგდებს რას გვერჩიან რა უნდათ ჩვენგან?

  • royal madrid…..
    schedule 06 ივნ 2018, 22:03

    კიდევ 33 ის შემდეგ მოგებას გისურვებთ joy ეს წლები რეალის ყოფილიყოს joy ისე რა ღადაობა იქნებოდა joy

  • barca`barca
    schedule 06 ივნ 2018, 18:42

    გუშინდელივით მახსოვს და 3 წელი გასულა.. სადეჩქარება ამ დროს;დ

  • Mess10
    schedule 06 ივნ 2018, 17:44

    2015 წლის ბარსელონა ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი იყო (გვარდიოლას ბარსას გარდა). ყველა ქვეყნის ჩემპიონს მოუგო და პლიუს ყველა ორ მატჩიან დუელში პირველივე თამაშში გადაწყვიტა ყველაფერი.
    1/8 ფინალში გასვლაზე სიტის 1-2 მოიგეს და მოაყომარეს შემდეგი ეტაპი.
    1/4 ფინალში გასვლაზე პსჟს 1-3 მოუგეს და იქაც მოაყომარეს შემდეგი ეტაპი.
    1/2 ფინალში ბაერნს სახლში 3-0 ახარეს და მოაყოამრეს და
    ფინალში 3-1 იუვესთანაც მოაყომარეს.

    მოკლედ ყველაზე მარტივად მაშინ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და იმედია ოდესმე ისევ ისეთ ბარსას ვიხილავ, რადგან გვარდიოლას ბარსა აღარ დაბრუნდება და რაც მის შემდეგ იყო მხოლოდ 2015 წლის სეზონში მომეწონა გუნდის თამაში.