მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იასპერ სილესენით “ჩელსი” და “არსენალიც” დაინტერესდნენ

იასპერ სილესენით “ჩელსი” და “არსენალიც” დაინტერესდნენ

“ბარსელონას” სათადარიგო მეკარემ, იასპერ სილესენმა ამ სეზონში არც ისე ბევრ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ როცა ერნესტო ვალვერდემ ის ათამაშა, ჰოლანდიელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გასაკვირი არაა, რომ ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო, რომლებიც მას პირველი მეკარის სტატუსს სთავაზობენ. 

Sport-ის ინფორმაციით, ბოლოს სილესენის მიმართ ინტერესი “ჩელსიმ” და “არსენალმა” გამოთქვეს. “ლურჯები” ჰოლანდიელს ტიბო კურტუას შემცვლელად მიიჩნევდნენ, რომელიც, სავარაუდოდ, კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, “არსენალი” კი – პეტრ ჩეხის შემცვლელად. 

ლონდონურ კლუბებამდე სილესენის შეძენა “ლივერპულს” მოუნდა, რომელსაც ამ პოზიციის გაძლიერება ალბათ ყველაზე მეტად სჭირდება. 

სილესენმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Gerard_Piqué 3
    schedule 03 ივნ 2018, 23:47

    მაგრად მევასება სილესენი ჯობს წავიდეს სანამ აქვს დრო და იდგეს ძირითადში

  • NUKRI1999
    schedule 03 ივნ 2018, 23:34

    ესკაცი მაგრად გააძლიერებს ნებისმიერ გუნდს

  • სენეგალის ქართველი ფანები
    schedule 03 ივნ 2018, 22:56

    ლივერპულისთვის ზედ გამოჭრილია

  • ROUCH
    schedule 03 ივნ 2018, 22:02

    ჩელსის კურტუა თუ ტოვებს შენ რაღა გინდა ლოგიკურად რო იფიქრო, სანამ გვარდიოლა იქნება სიტიში არავის მიასუნინებს პრემიერ ლიგაზე, აქ კიდე სუ უკანასკნელ შემთხვევაში კოპას მაინც მოიგებს