workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის რუბიალესი: დიდი შანსია, 2018 წლის ესპანეთის სუპერ თასი ერთმატჩიანი იყოს

ლუის რუბიალესი: დიდი შანსია, 2018 წლის ესპანეთის სუპერ თასი ერთმატჩიანი იყოს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა განაცხადა, რომ 2018 წლის სუპერ თასი მონაწილე გუნდების, “ბარსას” და “სევილიას” კალენდრის გამო, შესაძლოა, ერთმატჩიან დაპირისპირებად გადაიქცეს. 

“დიდი შანსია იმის, რომ ესპანეთის სუპერ თასზე მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართოს. ეს ინიციატივა ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს უკვე გავაცანი და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამით არავინ დაზარალდება. ფედერაციისა და გუნდებისთვის ეკონომიკური კომპენსაცია იქნება. 

ეს გამონაკლისი მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში იმოქმედებს, მომავალი წლიდან კი სუპერ თასი კვლავ ორმატჩიანი იქნება და გულშემატკივრები თავიანთი გუნდის თამაშს საკუთარ მოედანზე ნახავენ”. – თქვა რუბიალესმა. 

როგორც იცით, აგვისტოში “ბარსელონამ” საერთაშორისო ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს, “სევილიამ” კი ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward