workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” LaLiga Promises მეათედ მოიგო [VIDEO]

“ბარსელონამ” LaLiga Promises მეათედ მოიგო [VIDEO]

“ბარსელონას” 12-წლამდელთა გუნდი ტრადიციული ტურნირის, LaLiga Promises გამარჯვებულია.

პირველ ივნისს გამართულ ჯგუფურ ეტაპზე კატალონიელებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს. “სოსიედადთან”, “დეპორტივოსთან”, “სელტასთან” და “სევილიასთან” გამართული მატჩებიდან ოთხივე მოიგეს, გაიტანეს 6 გოლი და ოთხივე მატჩში კარი მშრალად შეინახეს.

1/8-ფინალში, რომელიც უკვე 2 ინივსს გაიმართა, “ბარსელონას” მეტოქე “ალავესი” იყო. მატჩი კატალონიელებმა 2:0 მოიგეს.

იმავე დღეს, უკვე 1/4-ფინალში, “სევილიასთან” გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში კი “ბარსამ” 4:3 მოიგო.

დღეს, ნახევარფინალში, “დეპორტივოსთან”, “ბარსელონამ” ისევ 1:1 ითამაშა და პენალტებში კვლავ 4:3 მოიგო.

მალევე, ფინალურ მატჩში, “ბარსამ” “ესპანიოლი” ივანის ერთადერთი გოლით დაამარცხა და LaLiga Promises ისტორიაში მეათედ მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • BEKA84
    schedule 03 ივნ 2018, 20:23
    #1

    გილოცავთ 2023 მდე გაახანგრძლივა უმტიტმა!!!!!