რომის “ლაციოს”, რომელიც სერია ა-ში ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დრამატული ბრძოლის შემდეგ დარჩა, ზაფხულში სერბი ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შენარჩუნებაზე მოუწევს ზრუნვა. ახალგაზრდა ფეხბურთელზე დიდი მოთხოვნაა. მის მიმართ ინტერესს ისეთი კლუბები იჩენენ, როგორებიც არიან “იუვენტუსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “რეალი”.
თუ იტალიელებმა 23 წლის ფეხბურთელის რომში დატოვება ვერ მოახერხეს, მათ მისი შეცვლა მოუხდებათ და როგორც Sport გვამცნობს, ამისთვის “ლაციო” “ბარსელონას” ნახევარმცველ ანდრე გომეშს დაიმატებს. გომეშის შეძენა განსაკუთრებით გუნდის მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის სურს.
“ლაციო” არაა ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელსაც პორტუგალიელის მიმართ დაინტერესება აქვს. გომეშის შეძენა “ნაპოლისაც” უნდა.
ანდრე გომეშმა მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ძირითადად შეცვლაზე შემოდიოდა და უმეტეს დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა.




De vrij dakarges savics kargaven da immobiles anu verma gomesi da pako unda mivcet
ეს უნდა გამოიყენონ ახლა ამ ქინძებმა და სავიჩის მაგივრად შესთავაზონ გომეში და კიდევ ვინმე პლიუს ფული
ამ გაცვლაზე თუ წამოვიდნენ დამატებით თანხის გარეშე იდიოტები ყოფილან ლაციოში . იმაზე იდიოტები მაინც არა ვინც კროოსი 25 მილიონად გაუშვა.
დაუმატონ მერე ფული რა პრობლემაა
ისე რა უცნაურია კროოსი 25 ღირს და მილინკივიჩ სავიჩი 90. დემბელე 105 რონალდუ 94 . ანდრე გომეში 45 მოდრიჩი 30
ამ გაცვლაზე თუ წამოვიდნენ დამატებით თანხის გარეშე იდიოტები ყოფილან ლაციოში . იმაზე იდიოტები მაინც არა ვინც კროოსი 25 მილიონად გაუშვა.
აუ ესენი საციჩსაც დაკარგავენ ბიჭო რა სუსტი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ
არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ძალიან ფრთხილობენ ამის გამო მაგარ ფეხბურთელებს კარგავენ
მოიყვანონ სავიჩი, ვფიქრობ აღმოჩენა იქნება
ბაზარი არაა