ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, სანჩეს არმინიო “ბარსელონა”-“რეალის” დაპირისპირებას იხსენებს. ამ შეხვედრის შემდეგ ლიონელ მესის მთავარ არბიტრზე, ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესზე გავლენის მოხდენაში ადანაშაულებდნენ.
“ეს ტყუილია, სრული სიცრუე. “რეალის” დირექტორმა ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა და ამით არა მხოლოდ ლეო მესი, არამედ მსაჯთან მთელი სისტემა შეურაცხყო.
მესი ძალიან კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია, რომლის შესახებ ცუდად საუბრის უფლებაც არავის აქვს. არბიტრთა დონე კი ძალიან მაღალია, ისინი პროფესიონალიზმის მხრივ საუკეთესონი არიან, მაგრამ მათ შესაფერისად არ აფასებენ. მათ მიმართ თითს მხოლოდ მაშინ იშვერენ, როცა ისინი შეცდომას უშვებენ, ხოლო მაშინ, როცა ისინი მართლები არიან, ამას არავინ აკეთებს”. – აცხადებს არმინიო.

ლეო საუკეთესოა
2023 წლისთვის სემოგენახა და გეთქვა რა საჩქარო იყო