კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, ვიგოს “სელტას” “ბარსელონას” ნახევარმცველის, დენის სუარესის იჯარის წესით დამატება სურს.
სათამაშო დროის სიმცირის მიუხედავად, დენისი იმ ფეხბურთელთა რიგებში არ შედის, რომელთა გაყიდვაც “ბარსას” ზაფხულისთვის დაგეგმილი აქვს, მაგრამ ეს შეიძლება ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შეიცვალოს.
აღსანიშნავია, რომ სუარესი სწორედ “სელტას” აღზრდილია. ის გალისიურ კლუბში “მანჩესტერ სიტიში” გადასვლამდე თამაშობდა.
მიმდინარე სეზონში, დენისმა “ბარსელონას” მაისურით 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დენისი კარგად ითამაშებს მომდევნო მატჩებში.
სელტა ძან მესიმპატიურება და მგონია რომ დენისიც მაგრა შეეწყობა ამ გუნდს