მექსიკელმა სპეციალისტმა ხავიერ აგირემ “ბარსელონასთან” მატჩის წინ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა, რომ იგი არ აპირებს შესთავაზოს სიურპრიზი კატალონიურ კლუბს, რადგანაც მისი გუნდისათვის ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია და არც დღევანდელი მატჩი იქნება გამონაკლისი. “ჩვენ ვითამაშებთ ისე, როგორც ვთამაშობთ ყველა მეტოქესთან. “ბარსელონასთან” განსხვავებული არაფერი იქნება, ჩვენთვის ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია, ამიტომაც ეს მატჩიც ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც სხვა დანარჩენები. ჩემი ფეხბურთელები მოედანზე ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მატჩის შემდეგ “კამპ ნოუ” თავაწეულებმა დატოვონ. “ბარსელონა” პროფესიონალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. თუკი ისინი ფიქრს დაიწყებს “ჩემპიონთა ლიგაზე” აუცილებლად ვერ მიაღწევს ისეთ შედეგს, რისი მიღწევაც სურთ. ვიმედოვნებ, რომ მატჩი სანახაობრივად ძალიან კარგი გამოდგება” – დაასრულა აგირემ.
