მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცოცხალი ანგარიშების (live scoring-ის) ადგილი თანამედროვე ცხოვრებაში

ცოცხალი ანგარიშების (live scoring-ის) ადგილი თანამედროვე ცხოვრებაში

ყველამ კარგად ვიცით, რა არის ფეხბურთის მთავარი ხიბლი – პირდაპირ ეთერში, ან უკეთეს შემთხვევაში სტადიონზე განცდილი ემოცია. ამ ემოციას იწვევს არა მხოლოდ ყურება, არამედ შედეგიც. ხშირ შემთხვევაში, “ლამაზ ფეხბურთზე” მეტად მნიშვნელოვანი ანგარიშია.  

შედეგის გაგების არაერთი გზა არსებობს, თუმცა, დღესდღეობით ცოცხალი ანგარიშების საიტები დომინირებენ, როგორც ინფორმაციის გავრცელების ყველაზე სწრაფი წყარო. პირველი ვებგვერდი  1998 წელს შეიქმნა და დღემდე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, თუმცა, მოთხოვნები სხვადასხვა დროსა და ადგილზე სხვაგასხვაგვარია. ეს გარემოება ხელს უწყობს ინდუსტრიის ზოგად განვითარებას, თუმცა, უკვე წლებია, ეს პორტალები ფაქტობრივად არაფერ ახალს არ გვთავაზობენ და ასე ვთქვათ, ტექნიკური ევოლუცია უფრო გაიარეს, ვიდრე შინაარსობრივი. რა თქმა უნდა, ამხელა ინფორმაციის მომწოდებელი პორტალებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი დეტალი გამართული და სწრაფი იყოს, რასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.

ადრე, საიტები მხოლოდ თამაშის ანგარიშს გვამცნობდნენ. დღეს, შესაძლებელია გავიგოთ, რომელმა გუნდმა რომელ ტაიმში რამდენი მცდელობიდან რამდენი ზუსტი პასი გააკეთა, ან, ქართული ფეხბურთისთვის მტკივნეულ თემას რომ შევეხოთ – რამდენი აუტი მოაწოდა. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილის გარემოებაც. სპორტის ქართველი გულშემატკივარი ფსონს მრავალი მონაცემის ანალიზის შედეგად ჩამოდის და მისთვის მნიშვნელოვანია, მარტივად და სწრაფად მიეწოდებოდეს ინფორმაცია ფსონის დასაკორექტირებლად.

თუმცა, ტექტოლოგიები სწრაფად ვითარდება და სხვადასხვა სერვისების დამატება სულ უფრო და უფრო  მარტივი ხდება. საინტერესოა, რა დამატებითი სერვისები შეიძლება ჰქონდეთ ამ სახის პორტალებს?

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • donSergio
    schedule 22 მაი 2018, 14:35

    ეს რამე შეკვეთაა თუ რა არი მერამდენე საიტზე ვხედავ ამნაირ სტატიას,დავიჯერო ამდენ ადამიანს ასე უბრალოდ გაახსენდა livescoringi?

  • გურო ბარსა ლიონი
    schedule 21 მაი 2018, 20:27

    ყველაფერი ვითარდება დღითი-დღე!

  • messi and iniesta
    schedule 21 მაი 2018, 20:05

    ციტატა: Lionel Messi – Pure Magic
    ჩემი ნება რომ იყოს მაგ "ლაივსქორებს" საერთოდ გავაუქმებდი, რადგან ზოგიერთი გულშემატკივარი ფეხბურთს მანდ უყურებს.

    განსაკუთრებით, მადრიდისტები, რომლებსაც ის უხაროდათ რომ მესიმ პენალტი გააფუჭა, როცა ბარსელონამ სელტას 6-1 მოუგო და მესიმ პენალტი არათუ გააფუჭა, არამედ გაათამაშა.

    ასე, რომ მსგავსი უაზრობები რომ აღარ იყოს, უნდა გაუქმდეს მსგავსი საიტები.


    და როცა შესაძზლებლობა არ გააქვს რა უნდა გააკეთო აადამიანმა

  • GiushKi
    schedule 21 მაი 2018, 19:46

    ზდარვოა ბიჯები დავბრუნდი ისევ

  • Lionel Messi – Pure Magic
    schedule 21 მაი 2018, 18:51

    ჩემი ნება რომ იყოს მაგ "ლაივსქორებს" საერთოდ გავაუქმებდი, რადგან ზოგიერთი გულშემატკივარი ფეხბურთს მანდ უყურებს.

    განსაკუთრებით, მადრიდისტები, რომლებსაც ის უხაროდათ რომ მესიმ პენალტი გააფუჭა, როცა ბარსელონამ სელტას 6-1 მოუგო და მესიმ პენალტი არათუ გააფუჭა, არამედ გაათამაშა.

    ასე, რომ მსგავსი უაზრობები რომ აღარ იყოს, უნდა გაუქმდეს მსგავსი საიტები.

  • neo222
    schedule 21 მაი 2018, 17:17

    ქართული ფეხბურთისთვის მტკივნეულ თემას რომ შევეხოთ – რამდენი აუტი მოაწოდა smile smile smile