რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, კარიერა ჩინეთში ან იაპონიაში გააგრძელოს.
იაპონური კლუბებიდან ინიესტას ყველაზე აქტიურად “ვისელ კობეს” უკავშირებენ და ადგილობრივი მედია მიიჩნევს, რომ ტრანსფერის განხორციელების დიდი შანსი არსებობს. პრესის ცნობით, ანდრესი “კობეს” შეთავაზებით მოხიბლულია და აღმოსავლეთში “სოსიედადთან” მატჩის შემდეგ გაემგზავრება, რომელიც 34 წლის ნახევარმცველისთვის კატალონიურ გუნდთან ერთად ბოლო იქნება, ტრანსფერი კი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დადასტურდება.

წარმატებები
ჩინეთში რომ წასულიყო მერცივნა შევხედავდი მაინნც სილკზე
“ლივერპული” დემბელესათვის ბრძოლაში ფავორიტია და აი, ისევ არ ცხრება ოსმან დემბელეს “ლივერპულში” შესაძლო გადასვლაზე ჭორები.
ესპანელი ჟურნალისტი რაფაელ ერნანდესი, რომელიც კატალონიის “ბარსელონასთან” ძალიან დაახლოებულია და იქაურ ამბებში ერთობ გათვიცნობიერებული, აცხადებს, რომ “ლივერპულს” დემბელეს გადაბირების სხვა კლუბებზე მეტი შანსი აქვს.
იგი წერს: ” არანაირი სურპრიზი არ იქნება, თუ დემბელე ამ ზაფხულს გაიყიდება, ან განათხოვრდება. თუმცა, იგი იმაზე იაფად არ დატოვებს კლუბს, რამდენიც მასში იქნა გადახდილი (100 მილიონი ევრო). აღსანიშნავია, რომ კლუბი მის გაშვებას უბრალოდ განიხილავს, ეს ჯერ გადაწყვეტილია არაა.
რაც შეეხება “ლივერპულს”, მათ სხვა მსურველებზე მეტი შანსი აქვთ ფეხბურთელის აყვანის, ვინაიდან ფილიპე კოუტინიოსა და ლუის სუარესის ტრანსფერების შემდგომ “ბარსელონას” “ლივერპულის” ვალი აქვს”.
დემბელეს მოსვლის შემთხვევაში, იგი, დიდი ალბათობით, სწორედ ფილიპე კოუტინიოს ადგილს დაიკავებს და Fab Three ისევ Fab Four-ად გადაიქცევა.
წარმატებები ინი
ოფიციალურად: "ბარსელონამ" ქართველი ფეხბურთელი დაიმატა !
კატალონიის "ბარსელონამ" ქართველი ფეხბურთელი, 19 წლის ლევან ყანდარელი დაიმატა.
ყანდარელი "ბარსას" C გუნდს შეუერთდება და წარმატების შემთხვევაში, მის დაწინაურებასაც აპირებენ.
ლევანი ბოლო დროს თურქეთში ცხოვრობდა და ქართველი გულშემატკივრისთვის ნაკლებად ცნობილია. ის "კაისერის" შემადგენლობაშიც ასპარეზობდა.