მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა “სანდაუნზთან” ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკაში თამაშით კმაყოფილი დარჩა.
“სამხრეთ აფრიკაში თამაში შესანიშნავი გამოცდილება იყო, იმედი მაქვს, აქ მალე ისევ დავბრუნდებით. ახლა კი, ყურადღება სეზონის ბოლო შეხვედრაზე უნდა გადავიტანოთ და მას საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ, იმისთვის, რომ სეზონი კარგად დავასრულოთ”. – განაცხადა გერმანელმა.
ტერ შტეგენმა მოედანზე ერთი ტაიმი გაატარა, რამდენიმე კარგი სეივი შემოგვთავაზა და კარი მშრალად შეინახა.

მაგი ბარსას ფანებს და ფეხბურთელებს არ შეესლებათ
შტეგო მომდევნო მატჩებშიც მაგრად ითამაშებს