კატალონიური კლუბის კიდევ ერთი მოტივაცია სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის: “ბარსელონას” შანსი აქვს, ლა ლიგის 2017/18 წლის გათამაშება ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, მადრიდის “რეალთან” ისტორიული სხვაობით დაასრულოს.
როგორც იცით, დედაქალაქელები გასულ ტურში “სევილიასთან” დამარცხდნენ და “ბარსას” ამ მიღწევის შანსი უფრო გაეზარდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. ეს რომ მოხდეს, “ბარსამ” დარჩენილ ორ შეხვედრაში “ლევანტე” და “სოსიედადი” უნდა დაამარცხოს, “რეალმა” კი “სელტასთან” და “ვილიარეალთან” წააგოს.
აქამდე, ორ გუნდს შორის ყველაზე დიდი სხვაობა 1987/88 წლების სეზონში დაფიქსირდა. მაშინ, მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონაზე” 23-ით მეტი ქულა დააგროვეს. მსგავსი შედეგი 2002/03 წლების გათამაშებაშიც იყო, როცა “რეალმა” მეტოქეს 22 ქულით გაუსწრო.
“ბარსელონას” ყველაზე დიდი უპირატესობა 2013 წელს ჰქონდა. “ბლაუგრანამ” პრიმერა დივიზიონში “ბლანკოსზე” 15 ქულით მეტი დააგროვა.
თუ საერთო შედეგს არა, კატალონიელები, დიდი ალბათობით, საკუთარ მიღწევას მაინც გააუმჯობესებენ, რადგან ახლა მათსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებს შორის სხვაობა 18 ქულაა.




სელტას რა უქნა რეალლმა მართლა არრ მეგონა ასე იოლად თუ მოუგებდა
რეალმა გაანადგურო 6-0 სელტა
ეგ კი არა ალარიოს დაუძახონ ნაკრებში ძაან გიჟი ფორვარდია, ჯერ მარტო დღეს რა ითამაშა
რატო
მერკადო მოკვდა.. და შემცვლელი არ ჰყავთ
მართლააა???
ჩამძორდა საიტი
რაკაი ფოტოა