უახლოესი მატჩი კატალონიის “ბარსელონას” “რეალ სარაგოსასთან” ელის, ამ გუნდთან ძალიან კარგი მოგონებები აქვს სეიდუ კეიტას.
2009/10 წლის სეზონის 25 ოქტომბერს “რეალ სარაგოსა” ეწვია “კამპ ნოუს”. ეს იყო “ლა ლიგის” მე–8 ტურის მატჩი. “ბარსელონამ” თავისი გულშემატკივრების თვალწინ გაანადგურა “სარაგოსა”, მატჩში ჰეტ–ტრიკი სეიდუ კეიტამ შეასრულა, ეს იყო კეიტას საუკეთესო მატჩი, როგორც შედეგიანობით ანუ გოლების რაოდენობით ისე თამაშის ხარისხით.
წელს კეიტა საკმაოდ კარგად გამოიყურება. ავიღოთ წინა მატჩი “მალიორკას” წინააღმდეგ, ჩავის ტრავმის შემდეგ ნახევარდაცვაში ანდრეს ინიესტას სწორედ მალელი შეუწყვილდა, იგი ერთ–ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, მან ბრწყინვალე პასი გაუკეთა ლეო მესის და მეკარესთან ერთი – ერთზე დატოვა, მესიმაც არ უმტყუნა და გოლი გაიტანა.
კეიტას “ბარსელონაში” 15 გოლი აქვს გატანილი, იგი გვარდიოლას დროს მოვიდა. მალელმა გოლების უმეტესობა “ლა ლიგაზე” გაიტანა 11, “კოპა დელ რეიზე” 2 და “ჩემპიონთა ლიგაზეც” 2.


