25 ფეხბურთლი იმყოფებოდა დღეს დილით “სიუდად ესპორტივაზე”. მათ შორის იყვნენ კარლეს პუიოლი, რომელმაც დღეს პირველად ივარჯიშა პირველ გუნდთან ერთად და არა განმარტოებულად.
ფეხბურთელები სარაგოსასთან მატჩისათვის ემზადებიან, რომელიც შაბათს თბილისის დროით 23 საათზე გაიმართება “კამპ ნოუზე”. გუნდს დღევანდელი ვარჯიშის გარდა კიდევ ერთი ვარჯიში ექნება ხვალ და შემდეგ უკვე “კამპ ნოუზე” შეიკრიბება თამაშის დღეს. ფეხბურთელებს დასვენების დრო არ აქვთ, რადგანაც “სარაგოსას” შემდეგ “არსენალია” მათი მეტოქე და შემდეგ კვლავ “ლა ლიგა” და კვლავ ურთულესი გასვლითი შეხვედრა “სევილიასთან”.
ვარჯიშს ტიტო ვილანოვა ხელმძღვანელობდა ხოსეპ გვარდიოლას არყოფნაში. გვარდიოლას ზურგი სტკივა, ამიტომაც იგი საავადმყოფოში მოათავსეს.
25 ფეხბურთლიდან იყვნენ 14 პირველი გუნდისა და 11 მეორე გუნდის, მათ შორის იყო ხეფრენ სუარესიც, რომელიც დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა, შგახსენებთ, რომ სუარესმა ტრავმა თავის დაბადების დღეზე მიიღო და მას შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობდა მისი.
“ბარსელობა ბ” –ს ფეხბურთელები იყვნენ: მინიო, მასიპი, არმანდო, ბენხა, ფრახტი, ილიე, სავლი, გომესი, რობერტო, ვასკესი.
ვარჯიში ხვალ 18 საათზე განახლდება ადგილობრივი დროით, ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი, იმის გათვალისწინებით, რომ გვარდიოლას ზურგთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ჟურნალისტების წინაშე ტიტო ვილანოვა წარსდგება.


