კატალონიური SPORT-ი ფლობს ინფორმაციას გვარდიოლას ჯანმრთელობის შესახებ. ხოსეპი ბარსელონას საავადმყოფოში, ”Dexeus”-შო არის მოთავსებული.
”მთავარ მწვრთნელს დისკოს თიაქარი აქვს” – ასეთი განცხადება გააკეთა კლუბის სამედიცინო პერსონალმა. დღეს დილით სამედიცინო ტესტებმა აჩვენეს, რომ პეპს დისკოს თიაქარი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ქირურგიული ოპერაცია გარდაუვალია პეპის შემთხვევაში ჯერ არ არის ცნობილი, დაჭირდება თუ არა მას ქირურგიული ჩარევა. ამჟამად გვარდიოლას მკურნალობა წამლებით და ეპიდურალური ანესთეზიით უტარდება. მისი მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება საჭიროა თუ არა საავადმყოფოში დარჩენა.

გვარდიოლას დისკოს თიაქარი აქვს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.